გია ხარჩილავა - მოსამართლე დღეს განაჩენს გამოუტანს საქართველოს მოქალაქეების 81%-ს, რომლებიც ევროკავშირისკენ გეზისა და ნატო-ში გაწევრიანების ერთგულნი არიან

მოსამართლე დღეს განაჩენს გამოუტანს საქართველოს მოქალაქეების 81%-ს, რომლებიც ევროკავშირისკენ გეზისა და ნატო-ში გაწევრიანების ერთგული არიან, - ამის შესახებ წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა სრულიად გაუტოლდა ევროკავშირისკენ გზას.

"მოსამართლე დღეს განაჩენს გამოაცხადებს არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის, ჰუმანიტარული მიზნით მისი გადაყვანის შესაძლებლობის შესახებ, არამედ განაჩენს გამოუტანს საქართველოს მოქალაქეების 81%-ს, რომლებიც მიუხედავად ჰიბრიდული ომის პირობებში, მიუხედავად რეპრესიული პროპაგანდისა, მაინც ერთგული არიან ევროკავშირისკენ გეზის და ნატო-ში გაწევრიანების. თვალნათლივ ჩანს, რომ თუ ჩვენ ცივილიზებულ სამყაროში ყოფნა გვინდა, ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანება გვინდა და არ გვინდა ვიყოთ ყავლგასული იმპერიალისტური რუსეთის უკანა ეზო, მაშინ 12 პუნქტში გაწერილი გეგმის თანახმად და საქართველოში პოლიტიკურ ამინდის თანახმად, ამ ერთი კაცის ჯანმრთელობა სრულიად გაუტოლდა ევროკავშირისკენ გეზს.

თუ ხელისუფლებამ გონების თვალი მიაპყრო იმ რეალობას, რითაც ამ ერთი ადამიანის ბედი ქვეყნის მომავალს, ბედს გაუტოლდა, მაშინ შესაძლებლად ვთვლი [სასჯელის გადავადებას], მაგრამ მოლოდინი მაინც არ მაქვს, რადგან აქ პირდაპირ სრულდება კრემლის დაკვეთა საქართველოს ხელისუფლებისგან.

რაც შეეხება გადაწყვეტილების შემდეგ მომავალს, ეს არ გახლავთ ერთი პარტიის კონკრეტული საკითხი, რადგან ეხება ქვეყნის მომავალს, ეს არის ზოგადად ქართული საზოგადოების თავგანწირული ბრძოლის დეტონატორი. მე მხარს დავუჭერ ყველა კანონიერ მეთოდს, ეს იქნება ქუჩის აქციები, პიკეტირებები, პერმანენტული შეუწყვეტელი აქციები, პარტნიორებთან მუშაობა და ა.შ.", - განაცხადა გია ხარჩილავამ.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს