CIU-ში დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ზამთრის სკოლა გაიხსნა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ზამთრის სკოლა“ გაიხსნა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, სკოლის მონაწილეებს მიესალმნენ CIU-ს რექტორი კახაბერ კორძაია, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი თამარა წულეისკირი, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი დავით ესათია, ხოლო სპეციალური ვიდეომიმართვით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი.

ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა CIU-ს რექტორის მრჩეველი, ზამთრის სკოლის კურატორი გიორგი ფარეშიშვილი.

სკოლის ფარგლებში პირველი ლექცია დაეთმო პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ვახტანგ მაისაიას.

მომხსენებელმა ისაუბრა თემაზე: „საგარეო პოლიტიკის ანალიზი და მისი თავისებურებები“. ლექცია მოიცავდა ისეთ საკითხებს როგორებიცაა: საგარეო პოლიტიკა; საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების მოდელები; პროცესის პოლიტიკური ანალიზი და შეფასების დონეები.

ლექციის ფარგლებში, თეორიულ საკითხებთან ერთად, სკოლის მსმენელებმა პრაქტიკული დავალებებიც შეასრულეს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი „დილომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ზამთრის სკოლას“ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით ახორციელებს. ასევე, პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში.

„აღსანიშნავია, რომ სკოლის ფარგლებში 310-მდე განაცხადი შემოვიდა, საიდანაც საორგანიზაციო კომიტეტმა 50-მდე მონაწილე შეარჩია. მსმენელებს 5 დღის განმავლობაში სფეროს პრაქტიკოსი ლექტორები და დარგის ექსპერტები ჩაუტარებენ ლექციებს საგარეო პოლიტიკის, დიპლომატიის, უსაფრთხოების, კონფლიქტებისა და სხვა აქტუალური დარგობრივი საკითხების შესახებ, სკოლის ბოლო დღე კი გასვლით აქტივობას დაეთმობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა