პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი - სააკაშვილისთვის ოფიციალურად დასმული ყველა დიაგნოზის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდება სრულყოფილად შესაძლებელია პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პირობებში

მსჯავრდებულისთვის ოფიციალურად დასმული ყველა დიაგნოზის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდება სრულყოფილად არის შესაძლებელი პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პირობებში, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა სასამართლო პროცესზე, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რომ მსჯავრდებული თავად ამბობს რიგი მედიკამენტების ან/და სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე უარს, ვერ შეფასდება მისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ნაკლოვანებად.

„სასამართლოს ყურადღებას გავამახვილებთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული მკურნალობა - პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის დღიდან მსჯავრდებული უზრუნველყოფილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით, როგორც უშუალოდ პენიტენციურ სისტემაში, ასევე, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.

არც ცენტრ ,,ემპათიის“ დასკვნით და არც სასამართლო პროცესზე მოწმეთა დაკითხვისას არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების მიუწოდებლობა ან არაჯეროვნად მიწოდება. დაკითხული მოწმეები ყოველგვარი დასაბუთების გარეშე საუბრობდნენ მსჯავრდებულისთვის არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე, ცდილობდნენ საზოგადოებისა და სასამართლოს სიცრუეში შეყვანას თითქოს მსჯავრდებულს აკრძალული მედიკამენტებით უტარდებოდა მკურნალობა, როდესაც პროცესის მიმდინარეობისას ცალსახად გამოიკვეთა, რომ თითოეული მედიკამენტი, რომელიც მიეწოდებოდა და მიეწოდება მსჯავრდებულს დამტკიცებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და თავად შუამდგომლობის ავტორი მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეებსაც არაერთხელ დაუნიშნავთ პაციენტებისთვის და ეფექტურიც აღმოჩენილა მკურნალობის დროს.

ცალკე ხაზგასმა უნდა მოხდეს მსჯავრდებულის ე.წ. მოწამვლაზე და მის ორგანიზმში აღმოჩენილ მძიმე მეტალებზე, ცენტრ ,,ემპათიის“ დასკვნაზე დართულ ლაბორატორიული კვლევის ნიმუშებში, რომლის ავთენტურობაც საეჭვოა, რაც უტყუარად დადასტურდა სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას (დაულუქავი ნიმუშების გაგზავნა ლაბორატორიაში). არ ფიქსირდება არცერთი მძიმე მეტალის არსებობა მსჯავრდებულის ორგანიზმში დასაშვებ ნორმაზე მეტი ოდენობით, აღნიშნული კი ცალსახად მიუთითებს დასკვნის არაობიექტურობაზე, მის დაუსაბუთებლობაზე და აჩენს კითხვის ნიშნებს სპეციალისტთა როგორც ობიექტურობის, ასევე კეთილსინდისიერების მიმართ.

უტყუარი ფაქტია, რომ მსჯავრდებული უზრუნველყოფილია ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით. წამყვან ქართულ სამოქალაქო სექტორის საუნივერსიტეტო კლინიკაში მას მიეწოდება ყველა საჭირო სამედიცინო სერვისი. ის, რომ მსჯავრდებული თავად ამბობს რიგი მედიკამენტების ან/და სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე უარს, ვერ შეფასდება მისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ნაკლოვანებად.

შესაძლებელი მკურნალობა - განაჩენის აღსრულების გადავადებაზე მსჯელობისას, სასამართლოს მიერ აუცილებლად გასათვალისწინებელ კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურების (მკურნალობის) გაწევის შეუძლებლობა პენიტენციურ სისტემაში.

მიმდინარე სასამართლო პროცესებმა ცხადყო, რომ მსჯავრდებულისთვის ოფიციალურად დასმული ყველა დიაგნოზის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდება სრულყოფილად არის შესაძლებელი პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პირობებში, ვერცერთმა დაკითხულმა მოწმემ ვერ შეძლო წარმოედგინა ობიექტური მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მსჯავრდებულის პენიტენციურ სისტემაში მკურნალობის შეუძლებლობას. ის, რომ მსჯავრდებულს არ სურს სასჯელის მოხდა და ამას განიცდის, ბუნებრივია, რთულად წარმოსადგენია ადამიანი, რომელსაც სასჯელის მოხდა რაიმე სახის სიამოვნებას ანიჭებდეს, შუამდგომლობის ავტორი მხარე ყოველგვარი ლოგიკური არგუმენტაციის გარეშე საუბრობდა და შეურაცხყოფდა ქართული მედიცინის შესაძლებლობებს, საზოგადოებისა და სასამართლოს სიცრუეში შეყვანას ცდილობდნენ პარენტერალური კვების საქართველოს ფარგლებში შეუძლებლობის შესახებ, ამ ყოველივეს საპირისპიროდ კი მათ მიერ წარმოდგენილი სპეციალისტებიც აღნიშნავდნენ, რომ საკვების პაციენტისთვის ამ სახით მიწოდება ხდება ქართულ კლინიკებში და უფრო მეტიც მათი მხრიდანაც არაერთხელ მომხდარა მსგავსი პროცესის მართვა. კლინიკა ,,ვივამედში“ არის სრული შესაძლებლობა როგორც მსჯავრდებულის პარენტერალური კვებისა, ასევე სხვა საჭირო სამედიცინო მომსახურების მიწოდების. მსჯავრდებულის უარი ნებისმიერი სამედიცინო მომსახურების მიღებაზე, საკვების მცირე ოდენობით შერჩევითად მიღება, შიმშილობა, არის მისი მხრიდან თვითდაზიანების მიყენების მცდელობა, რაც ემსახურება ერთადერთ მიზანს, მოხდეს დანიშნული სასჯელისთვის თავის არიდება ნებისმიერი გზით, ეს კი არ და ვერ შეფასდება როგორც მკურნალობის შეუძლებლობა.

მიზანშეწონილობა - მსჯავრდებული მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილია არაერთხელ, კერძოდ, 2021 წლის 22 ოქტომბერს N12 პენიტენციურ დაწესებულებაში სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევისთვის, რაც გამოიხატა საშხაპე ოთახიდან ქუჩის მიმართულებით გადაძახილში. პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტისა და დაწესებულების დებულების 79-ე მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მსჯავრდებულს გამოეცხადა ,,გაფრთხილება“.

2021 წლის 08 დეკემბერს N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში დაეკისრა დისციპლინური სახდელი სამედიცინო ინვენტარის დაზიანების გამო და შეეზღუდა სატელეფონო საუბრის უფლება ორი თვის ვადით.

2022 წლის 02 აპრილს N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გამოეცხადა ,,საყვედური“ შეხვედრების ოთახში ყვირილისა და კარზე ფეხის არაერთხელ დარტყმის გამო.

აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულის ან მისი რომელიმე ადვოკატის მხრიდან არცერთი დაკისრებული დისციპლინური სახდელი არ არის გასაჩივრებული, რაც მიუთითებს ფაქტზე, რომ მსჯავრდებული გაცნობიერებულად არღვევდა პატიმრობის კოდექსითა და დაწესებულების დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს“,- აღნიშნავს აბრამიშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა