პარლამენტს „რეფორმების ჯგუფის“ პროექტი წარედგინა, რომელიც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების გამოსავლენად სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს

პარლამენტს “რეფორმების ჯგუფის“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი წარედგინა, რომელიც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების გამოსავლენად სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორები საკითხის მიმდინარე სასესიო კვირას განხილვას ითხოვენ.

დადგენილების პროექტი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხათუნა სამნიძემ და თეონა აქუბარდიამ მოამზადეს.

მათი განმარტებით, 2012 წლიდან სასამართლო სისტემის მმართველი ფენა - კლანი “ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან ფარულ გარიგებაში შევიდა. ამ გარიგების შედეგად კი, “ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებით სასამართლო სისტემას საკადრო და მმართველობით საკითხებში გარკვეული ავტონომია შეუქმნა, ხოლო თავად მოიპოვა კონტროლი პოლიტიკურად მნიშვნელოვან საქმეებზე.

“ნაცვლად იმისა, რომ სასამართლო დისკრედიტირებული კადრებისაგან გაწმენდილიყო და ახალი, მათ შორის მაღალი რეპუტაციისა და პროფესიონალიზმის მქონე კადრებით შევსებულიყო, უვადოდ დაინიშნენ და დაწინაურდნენ მოსამართლეები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკური დაკვეთების შესრულებით გამოირჩეოდნენ.

სასამართლო სისტემა ჩაიკეტა: - სასამართლო სისტემაში ახალი კადრების შედინება ძირითადად სასამართლო აპარატიდან - თანაშემწე, მდივნებიდან და კანცელარიის თანამშრომლებიდან ხორციელდება, რაც სასამართლო სისტემის მენტალურ ტრანზიციას ხელს უშლის.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა, სავარაუდოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის წინასწარი შეთანხმებით და საპარლამენტო უმრავლესობასთან წინასწარი გარიგებით ხდება.

სასამართლო სისტემის შიგნით მოსამართლეთა დაწინაურება კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის ნიშნით არ ხორციელდება. მოსამართლეთა დაწინაურების პრაქტიკა აჩვენებს, რომ დაწინაურებული არიან ის მოსამართლეები, რომლებმაც სხვადასხვა საქმეზე პოლიტიკური ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს.

„კლანი“ მართლმსაჯულების განხორციელებაში, სავარაუდოდ, ბევრი სხვადასხვა მეთოდით ერევა, მათ შორისაა:

- საქმის განმხილველ მოსამართლესთან გადაწყვეტილების წინასწარ შეთანხმება

- საქმეთა განაწილების სისტემით მანიპულირება

- დავალების შემსრულებელი მოსამართლეების დაწინაურება, ხოლო ურჩი მოსამართლეების დასჯა

- სპეციალიზებული კოლეგიების (პალატების) შექმნა, სადაც მხოლოდ კლანისთვის სანდო მოსამართლეებია შეყვანილი.

ყოველივე აღნიშული სასამართლო სისტემის პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაბალ ხარისხს და სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ნაკლებობას განაპირობებს“, - ვკითხულობთ პარლამენტის დადგენილების პროექტის განმარტებით ბარათში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა