ნიკა აბრამიშვილი - მიხეილ სააკაშვილი  დამოუკიდებლად იღებს საკვებს, სითხეებს, მედიკამენტებს, იტარებს ჰიგიენურ პროცედურებს - მას არ აქვს ნერვული სისტემის არცერთი დაავადება, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველს

მას [მიხეილ სააკაშვილს] არ აქვს ნერვული სისტემის არცერთი დაავადება, რომელიც წარმოადგენს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველს, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა სასამართლო პროცესზე, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

როგორც აბრამიშვილმა განმარტა, სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ ნევროლოგიურ სტატუსებში არ გვხვდება ჩანაწერი იმის შესახებ, რომ მსჯავრდებული ვერ გადაადგილდება დამხმარე (მესამე) პირის გარეშე.

მისივე თქმით, აღნიშნული დაადასტურა სასამართლო პროცესზე დაკითხულმა საშუალო სამედიცინო პერსონალმაც, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მსჯავრდებული გადაადგილდება დამოუკიდებლად და არ არის მოკლებული თვითმომსახურების უნარს.

„კერძოდ ის თავად, დამოუკიდებლად იღებს საკვებს, სითხეებს, მედიკამენტებს, იტარებს ტუალეტისა და ჰიგიენურ პროცედურებს. შესაბამისად ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ რომ მას არ აქვს არცერთი ნერვული სისტემის დაავადება, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №01-6/ნ ბრძანების შესაბამისად წარმოადგენს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №01-6/ნ ბრძანების შესაბამისად საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები განსაზღვრული დაავადებები წარმოადგენს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველს, კერძოდ ნაწლავებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა ორგანოთა დაავადებები შეწოვის ფუნქციის გამოხატული მოშლით (K90) კახექსიის სტადიაში.

სასამართლო პროცესებმა ცხადყო, რომ სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემები (ინსტრუმენტული, ლაბორატორიული, ექიმთა მიერ წარმოებული კონსულტაციები) არ მიუთითებს შეწოვის ფუნქციის გამოხატულ მოშლაზე (მალაბსორცია) და არ იძლევა მალაბსორციის დიაგნოსტირების საფუძველს.

ცენტრ ,,ემპათიას“ ვერც ადგილობრივმა და ვერც უცხო ქვეყნის მოქალაქე სპეციალისტებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი მონაცემები, რაც დაადასტურებდა შეწოვის ფუნქციის გამოხატულ მოშლას, მიუხედავად იმისა, რომ მათ თავადვე აღნიშნეს ამ დაავადების დიაგნოსტირება სწორედ შესაბამისი უტყუარი მონაცემების საფუძველზე ხდება.

შესაბამისად, აპელირება კახექსიაზე, ნაწლავებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა ორგანოთა დაავადებების შეწოვის ფუნქციის გამოხატული მოშლის გარეშე არ წარმოადგენს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველს.

მოწმეთა ( ე.გოლდსმიტი, დ.სმიტი, ე.ლახანი, ჯ.კობი ე.კატონა ს.ფინკელი, მ.ჯიშკარიანი, გ.ბერულავა გ.კარმუშინა და ა.შ.) დაკითხვამ გამოარკვია, რომ არ დასტურდება არცერთი დაავადება, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №01-6/ნ ბრძანების შესაბამისად გახდებოდა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველი. შესაბამისად, შუამდგომლობა ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მოწმეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები, შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე გამოთქმული ვარაუდები და მოსაზრებები თვალსაჩინოდ წარმოაჩენს ცენტრ ,,ემპათიას“ მიერ გაცემული დასკვნის დაუშვებლობას.

სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს და მხედველობაში მიიღოს სსიპ ,,ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობით ექსპერტიზის ჩატარებისთვის განსაზღვრულ მკაცრ სტანდარტებთან და კატეგორიულად შესაბამის უტყუარ მტკიცებულებებზე მითითებით პასუხობს დასმულ კითხვებს.

კლინიკის მიერ არ არის დასმული ცენტრ ,,ემპათიას“ მიერ გამოტანილი არცერთი ის დიაგნოზი, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №01-6/ნ ბრძანების შესაბამისად გახდებოდა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველი. შესაბამისად საქმეზე უტყუარ და ობიექტურ მტკიცებულებად უნდა იქნეს შეფასებული სწორედ, სსიპ ,,ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და კლინიკის მიერ გამოტანილი დიაგნოზები. სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით არგუმენტაცია ემთხვევა და ანალოგიურია გადავადების ნაწილში წარმოდგენილი პოზიციისა, შესაბამისად არ განვმეორდებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის შუამდგომლობა მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადებასთან და ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს“, - განმარტავს აბრამიშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა