ნიკა აბრამიშვილი - „ემპათიის“ მიერ წარმოდგენილი დასკვნა არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს - დასკვნა არ უნდა ეყრდნობოდეს ვარაუდს და საკუთარ ინტერპრეტაციას ამა თუ იმ საკითხის მიმართ

ცენტრ ,,ემპათიის“ მიერ წარმოდგენილი დასკვნა არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კერძოდ, დასკვნა არ უნდა ეყრდნობოდეს ვარაუდს და საკუთარ ინტერპრეტაციას ამა თუ იმ საკითხის მიმართ, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა სასამართლო პროცესზე, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

მისივე თქმით, ცენტრ ,,ემპათიის“ მიერ გაცემული დასკვნა სრულ შეუსაბამობაშია მითითებულ ექსპერტიზის ჩატარების სახელმძღვანელო დოკუმენტთან.

„აღსანიშნავია ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება უშუალოდ ცენტრ ,,ემპათიის“ მიერ გაცემულ დასკვნასთან დაკავშირებით. წარმოდგენილი დასკვნა არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კერძოდ დასკვნა არ უნდა ეყრდნობოდეს ვარაუდს და საკუთარ ინტერპრეტაციას ამა თუ იმ საკითხის მიმართ. დასკვნის გამცემი არ უნდა გაცდეს კომპეტენციის ფარგლებს და არ უნდა შევიდეს საგამოძიებო უწყებისა და სასამართლოს კომპეტენციაში.

ექსპერტიზის დასკვნაში კონკრეტულად უნდა იყოს მოცემული პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც დასმული იყო ექსპერტიზის წინაშე. დასკვნა იწერება ყველა გამოკვლევის დასრულების შემდეგ და ემყარება ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებს. ექსპერტის დასკვნა არ უნდა სცილდებოდეს ექსპერტის სპეციალური ცოდნის ფარგლებს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ძირითად მოთხოვნებს:ა) უნდა იყოს დადასტურებული ექსპერტიზის ობიექტური მონაცემებით; ბ) უნდა შეესაბამებოდეს სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა თანამედროვე წარმოდგენებს;დ) არ უნდა იწვევდეს არაერთგვაროვან ინტერპრეტაციას“, - აღნიშნავს აბრამიშვილი.

მისივე თქმით, ექსპერტიზის დასკვნა უნდა იყოს დასაბუთებული და შესაბამისი არგუმენტებით (მტკიცებულებებით) გამყარებული.

„შესაბამისად, დასკვნის შემდგენნი თავიდანვე ცდილობდნენ საზოგადოებისა და სასამართლოს სიცრუეში შეყვანას, ექსპერტიზისთვის მნიშვნელოვანი საკითხების დაუსაბუთებლობის გადასაფარად კი ძირითად აქცენტს აკეთებდნენ რეალურად არ არსებულ ფაქტებზე წამებასა და მსჯავრდებულის მოწამვლაზე. შესაბამისად, სამართლებრივად სრულიად უმნიშვნელოა ცენტრ „ემპათიას“ მიერ გამოთქმული მოსაზრებები წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით. ცენტრი ასევე ცდილობს მცდარი წარმოდგენის შექმნას თითქოს სტამბოლის პროტოკოლი მათ აძლევთ ქმედების წამებად შეფასების უფლებას, რაც არ შეესაბამება რეალობას, რადგან სტამბოლის პროტოკოლი არის სავარაუდო წამების ან არაადამიანური მოპყრობის დოკუმენტირების სტანდარტი, ხოლო თავად ფაქტის დადგენა სცილდება ექსპერტის კომპეტენციას და ქართული კანონმდებლობის ანალოგიურად წარმოადგენს საგამოძიებო ორგანოებისა და სასამართლოს კომპეტენციას.

ცენტრ ,,ემპათიის“ დასკვნა შეიძლება შეფასდეს, როგორც საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების ინსტრუმენტი, არათანმიმდევრული, ქართული კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამო იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტი.

საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მიზნით, დასკვნის დიდი ნაწილი ემყარება ვარაუდებს მსჯავრდებულის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ექსპერტები ცდილობდნენ წამებად წარმოეჩინათ სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურეების კანონშესაბამისი ქმედებები.

სასამართლო პროცესებზე სრულად გაბათილდა შუამდგომლობის ავტორი მხარის უსაფუძვლო ბრალდება მსჯავრდებულის მძიმე მეტალებით მოწამვლასთან დაკავშირებით, ხოლო რადიაქტიური ნივთიერებით შესაძლო მოწამვლა შეიძლება შეფასდეს, ცენტრ ,,ემპათიას“ მხრიდან, როგორც როგორც სპეკულაცია და საზოგადოებისა და სასამართლოს მორიგი მოტყუების მცდელობა.

ცენტრ ,,ემპათიის“ მიერ გაცემულ დასკვნაში №07-11/22 და მის თანმხლებ მასალებში არ იკვეთება რაიმე ფსიქიკური დაავადება, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №01-6/ნ ბრძანების შესაბამისად გახდებოდა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველი.

შუამდგომლობის ავტორი მხარის მიერ წარმოდგენილი როგორც ადგილობრივი, ისე უცხო ქვეყნის ექსპერტთა დაკითხვების დროს ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების მიცემის ფაქტი ცხადყოფს დასკვნით დასმული დიაგნოზების დაუსაბუთებლობას, დოქტორმა ერიკ გოლდსმიტმა თავდაპირველად დაადასტურა სიმულაციის შესაძლებლობა, რაც შემდეგ თავადვე გამორიცხა, ეს კი არაორაზროვნად მიუთითებს იმაზე, რომ მის მიერ არ არის სათანადოდ გაანალიზებული კვლევის სხვა მონაცემებთან შეჯერებით და არ არის გამორიცხული სიმულაციის შესაძლებლობა.

სასამართლო პროცესზე მოწმეთა დაკითხვისას ცალსახად გამოიკვეთა, რომ დიაგნოზი ,,კოგნიტურ ფუნქციებთან და ცნობიერებასთან დაკავშირებული დაუზუსტებელი სიმპტომები და ნიშნები R41.9 (დაუზუსტებელი ნეიროკოგნიტური აშლილობა)“ ვერ ჩაითვლება ფსიქიკურ დაავადებად და არ უნდა იქნეს განხილული დაუზუსტებელი დემენციის F03 (რაც წარმოადგენს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველს) ანალოგად/ეკვივალენტურად.

ცენტრ ,,ემპათიის“ მიერ გაცემულ დასკვნაში №07-11/22 გამოტანილი დიაგნოზი, დაუზუსტებელი დემენცია F03 არ შეესაბამება ამავე დასკვნის გარკვეულ ნაწილებს და დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებს.

ფსიქიატრების (ერიკ გოლდსმიტის და კორნელიუს კატონას) დასკვნები ეყრდნობა მხოლოდ ცენტრ „ემპათიის“ და მსჯავრდებულის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. მსჯელობაში არ ჩანს მოწოდებული ინფორმაციის დაზუსტების რაიმე მცდელობა. მათ მიერ იგნორირებულია მთელი რიგი ასპექტებისა რომელიც აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას დიაგნოზის დასმის დროს. აღსანიშნავია, რომ ორივე ფსიქიატრის მიერ აღწერილი პაციენტის კლინიკური მდგომარეობა არ შეესაბამება ტესტირებით მიღებულ მის შედეგებს, აღნიშნულ დისონანსთან დაკავშირებით არ არის მოცემული ახსნა (შესაძლო სიმულაციაზე, აგრავაციაზე). იქმნება შთაბეჭდილება, რომ გამოტანილი დემენციის დიაგნოზი დაფუძნებულია მხოლოდ ტესტირების შედეგად მიღებულ მონაცემებზე“,- აღნიშნავს აბრამიშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა