ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო  - მიწისძვრის შედეგად, თურქეთის ატომურ ელექტროსადგურს პრობლემები არ შექმნია

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, დამანგრეველ მიწისძვრებს თურქეთის ბირთვულ უსაფრთხოებაზე ამ დროისთვის არ უმოქმედია. ამის შესახებ სააგენტო ადგილობრივი მარეგულირებლის მოხსენებაზე დაყრდნობით იუწყება.

„ამ დროისთვის მიწისძვრებს გავლენა არ მოუხდენია თურქეთში ბირთვულ უსაფრთხოებაზე; ამ ეტაპზე არ არსებობს პრობლემები რადიოლოგიურ უსაფრთხოებასთან, რადიოაქტიური წყაროების უსაფრთხოებასთან და ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით. ქვეყნის ატომური ელექტროსადგური არ დაზიანებულა“ , - ნათქვამია ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებაში.

ცნობისთვის, ორშაბათს დილით 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 1498 ადამიანი, დაშავდა 8,5 ათასზე მეტი. დაახლოებით 13:25 წუთზე კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის მაგნიტუდამ 7.6 შეადგინა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა