ლაშა ფარულავა - მელიამ გადაწყვიტა პარტიაში ინდიფერენტული იყოს - ყველასთვის ცნობილი იყო და გადაწყვეტილება მაგიდის ქვემოთ არ იყო მიღებული

თავად ნიკა მელიას ხელმოწერით შედგა „ნაციონალური მოძრაობის“ მე-10 ყრილობა, მას შეეძლო აქტიურად ჩართულიყო მომზადებაში და დასწრებოდა , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა ლაშა ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ფაქტობრივად გაუქმდა პოლიტსაბჭოს არჩევითობა - „გაუქმდა ფარდის მიღმა მყოფი ადამიანის გადაწყვეტილებით ისე, რომ მარტამდე მოქმედი პოლიტსაბჭოს ფორმალური ინფორმირებაც კი არ მომხდარა“.

ფარულავას თქმით, ნიკა მელიამ გადაწყვიტა პარტიაში ინდიფერენტული იყოს.

მისივე თქმით, არავისთვის სიურპრიზი არ უნდა ყოფილიყო, რომ ლევან ხაბეიშვილი პირველ რიგში თავისი საარჩევნო დაპირების შესრულებას დაიწყებდა.

„თავისუფლად შეძლებდა კონკრეტული საკითხების დაყენებას, ამაში ხელს არავინ უშლიდა. მელიამ გადაწყვიტა პარტიაში ინდიფერენტული იყოს, ეს თავისი გადაწყვეტილებაა და არც დაესწრო ყრილობას.

ყველასთვის ცნობილი იყო ყრილობაზე დაყენებული საკითხები. მაგიდის ქვემოთ არ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული. ნამდვილად, ადგილზე მოხდა კონკრეტული საკითხების დაყენება. არავისთვის სიურპრიზი არ უნდა ყოფილიყო, რომ ლევან ხაბეიშვილი პირველ რიგში თავისი საარჩევნო დაპირების შესრულებას დაიწყებდა.

ოპონენტები ყოველთვის ცდილობდნენ არა ხედვებზე და გეგმებზე საუბარს, არამედ ჩვენ უკან კონკრეტული ადამიანების ძებნა დაიწყეს. ასახელებდნენ სახელებს და გვარებს, ნაცვლად იმისა, რომ გეგმებზე და ხედვებზე გვესაუბრა“, - განაცხადა ფარულავამ.

ამასთან, კითხვაზე თუ მოსამართლე არ მიიღებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას, რა გეგმა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ფარულავა პასუხობს, რომ პარტია ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის.

მისივე განმარტებით, საჭიროა აქტიური მოქმედებების დაწყება და ძალიან მალე საზოგადოება ყველაფერს მოისმენს და ნახავს.

„ჩვენი ეროვნული ამოცანაა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენა. მისი ჰუმანიტარული მიზნით გადაყვანა უცხოეთში და ასევე ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა. ეს ორი საკითხი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, მათ შორის, იმაზე რომ პარტია ნებისმიერი სცენარისთვის მზად იყოს და მოემსახუროს მოქალაქეთა ინტერესებს. მოქალაქეებმა უნდა შეძლონ მთავარ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად ბრძოლა. პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, ჩვენ დავიწყეთ საქმე ლაპარაკის ნაცვლად. ამ საქმეს ჩვენი ამომრჩევლები დაინახავენ ძალიან მალე.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, ჩვენ ვიმყოფებით სასამართლოში, რომელსაც არანაირი ნდობა არ გააჩნია. თუმცა, საერთაშორისო წნეხი აუცილებლად შედეგს გამოიღებს. საჭიროა აქტიური მოქმედებების დაწყება. ძალიან მალე ყველაფერს მოისმენთ და ნახავთ. ნახავთ კონკრეტულ მოქმედებას, რომელსაც პარტია დაიწყებს. პარტია პასუხისმგებლობას არ გაურბის, უბრალოდ საჭიროა ორგანიზება“, - განაცხადა ფარულავამ.

მას მოლოდინი აქვს, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიღებული იქნება პოლიტიკურ გადაწყვეტილება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა