მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე მოსამართლის უარს,   საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილების მხრიდანაც პროტესტი მოჰყვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ხმაურია. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა.

სასამართლოს ეზოში შეკრებილები სკანდირებენ შემდეგ სიტყვებს: "მონებო", "მკვლელებო".

აქციიის მონაწილეებს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პლაკატები აქვთ გაშლილი და აცხადებენ, რომ დღეს სასამართლო არის მიკერძოებული და ხელისუფლების მიერ მართული.

სასამართლოს ტერიტორიაზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება