მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - კატეგორიულად უარყოფდნენ საქართველოს ომში ჩართვის სურვილს, ამავდროულად იმუქრებიან ქვეყნის შიგნით სამოქალაქო ომით და სისხლისღვრით

ისინი {"ნაციონალური მოძრაობა"} კატეგორიულად უარყოფდნენ საქართველოს ომში ჩართვის სურვილს, ამავდროულად იმუქრებიან ქვეყნის შიგნით სამოქალაქო ომით და სისხლისღვრით - შემიძლია ყველა დავარწმუნო, რომ ნებისმიერი ერთი არასწორი ნაბიჯის გადადგმა პასუხგაცემული იქნება კანონის ყველა მოთხოვნით, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „როგორ შეაფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ომის მუქარას“.

როგორც ის განმარტავს, საყურადღებოა რადიკალური და სიძულვილით სავსე რიტორიკა, რაც ომისკენ მოწოდებებს შეეხება.

„ნება მათია, აირჩიეს ხაბეიშვილი, პოლიტსაბჭო. ახმოვანებენ ომის მოწოდებებს. ყველაზე მთავარია ის კოორდინაცია, საერთო და დალაგებული მესიჯი, ასევე ის, თუ ვინ ახმოვანებინებს ამ მესიჯებს.

ისინი {ნაციონალური მოძრაობა} დღემდე კატეგორიულად უარყოფდნენ საქართველოს ომში ჩართვის სურვილს, ამავდროულად იმუქრებიან ქვეყნის შიგნით სამოქალაქო ომით და სისხლისღვრით. პირდაპირი მუქარა აქვთ, რომ ომი იქნება საქართველოში. ამასთან, ემიჯნებიან, არა ჩვენ ომზე არ ვსაუბრობთო და ამ დროს, შიგნით იქნება ომიო, ქართველებს ემუქრებიან ომით. ის კოორდინაცია და მასშტაბი, რა კოორდინაციითაც ისინი ამ მესიჯებს ალაგებენ ყურადსაღებია, მაგრამ, ამის აღსრულების რესურსი საბედნიეროდ მათ არ გააჩნიათ. საყურადღებოა რადიკალური და სიძულვილით სავსე რიტორიკა, რაც პირდაპირ ომისკენ მოწოდებებს შეეხება. საზოგადოება ამასთან დაკავშირებით დასკვნებს გამოიტანს. შემიძლია ყველა დავარწმუნო, რომ ნებისმიერი ერთი არასწორ ნაბიჯის გადადგმა პასუხგაცემული იქნება კანონის ყველა მოთხოვნით", - აღნიშნავს მდინარაძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა