გაერო - სირიის რეგიონში, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაზარალდა, 4.1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მთლიანად ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული

ჰუმანიტარულ საკითხებში კოორდინაციის საკითხებში გაეროს სამმართველოს მონცემებით, სირიის ჩრდილო-დასავლეთით, რომელიც დღეს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალდა, 4.1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც ამ დროისთვის, მთლიანად ჰუმანიტარულ დახმარებაზე არიან დამოკიდებული.

სამმართველოს მონაცემებით, უმეტესობა ამ ადამიანებს შორის ქალები და ბავშვები არიან, რომლებიც მიწისძვრის შედეგად ნანგრევებთან ერთად, ქოლერას აფეთქებებს ებრძვიან.

„გაერო და მისი პარტნიორები თვალს ადევნებენ ვითარებას, რასაც ართულებს ტექნიკური პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია ტელესაკომუნიკაციო და ელექტროენერგიის გათიშვის გამო. ამ დროისთვის ინფრასტრუქტურული ზარალის დათვლა შეუძლებელია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სირიაში გარდაცვლილთა რაოდენობა, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, 860 ადამიანს აჭარბებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა