მამუკა მდინარაძე - დიდი ფულის გადაყრას იმაში, რომ ლობისტები დაიქირაონ, სჯობს, მიხეილ სააკაშვილს მოუწოდონ, საჭმელი შეჭამოს

ამდენ მოწოდებებს და დიდი ფულის გადაყრას იმაში, რომ ლობისტები დაიქირაონ, სჯობს, რომ ვისაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს, მოუწოდონ საჭმელი შეჭამოს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

როგორც მდინარაძე განმარტავს, სააკაშვილმა შესაბამისი საკვები უნდა მიღოს.

„ამდენ მოწოდებებს, დავალებების შესრულებებს, ვიღაცის თვალის ასახვევად დიდი ფულის გადაყრას იმაში, რომ ლობისტები დაიქირაონ, სჯობს, რომ თუ მართლა ვინმეს აინტერესებს ამ ადამიანის ჯანმრთელობა და ობიექტურად ერთი ადამიანი მაინც დარჩა იქით მხარეს, ვისაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს, მოუწოდონ საჭმელი შეჭამოს.

იმ დონეზე დავედით, რომ ჩვენ ვეხვეწებით ლამის აქედან, რომ მეტად კალორიული საჭმელი ჭამოს. თუ კრიტიკულ ზღვარზე ვიღაცას რისკის გაწევა უნდა და ამით უნდა სახელმწიფო მოატყუოს, ეს არ გამოდის. თავის დროზე სტრასბურგის სასამართლომ მოუწოდა, რომ ეჭამა, ახლა მთელი პოლიტიკური სპექტრი ეხვეწება, ოღონდ თავისიანების გარდა. პარადოქსი ამაში მდგომარეობს. სააკაშვილმა უნდა მიღოს შესაბამისი საკვები“, - აღნიშნავს მდინარაძე.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, როგორც მდინარაძე განმარტავს, ვერ დაიწყებს მკითხაობას, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი.

„ჩვენ ვიცით, რომ მთელი კამპანია სპეკულაციაა. ქალბატონ სალომეს ამასთან დაკავშირებით რა წარმოდგენა შეექმნება და რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ამის მკითხაობას ვერ დავიწყებთ. ვფიქრობ, მას შეცვლილი ჰქონდა რიტორიკა. უფრო ხისტი იყო და კატეგორიული პირველ განცხადებაში, შემდეგ მთლად ასე არ იყო“,- აღნიშნავს მდინარაძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა