საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
“სრულიად განადგურებულები ვართ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელება”,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც კომიტეტი „ტვიტერზე“ ავრცელებს.