თურქეთში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 7-დღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

ერდოღანმა „ტვიტერში“ დაწერა:

„ქვეყანაში 2023 წლის 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრების გამო შვიდდღიანი გლოვა გამოცხადდა. ჩვენი დროშები დაშვებული იქნება 2023 წლის 12 თებერვალამდე, კვირამდე, მზის ჩასვლამდე, მთელ ჩვენს ქვეყანაში და უცხოურ წარმომადგენლობებში“,- დაწერა მან.

თურქეთში მომხდარი მიწისძვრების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 1 651-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, თურქეთის 10 პროვინციაში 11 199 ადამიანი დაშავდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა