პარლამენტში აკრედიტებულ ჟურნალისტს ქცევის წესების დარღვევის შემთხვევაში აკრედიტაცია შესაძლოა, ერთი თვის ვადით შეუჩერდეს, დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი 6 თვით

პარლამენტში აკრედიტებულ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი ქცევის წესების დარღვევის შემთხვევაში აკრედიტაცია შეიძლება ერთი თვის ვადით შეუჩერდეს, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჟურნალისტს აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერდება.

პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესს შალვა პაპუაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

პაპუაშვილის ბრძანების თანახმად, დაუშვებელია, ჟურნალისტი, რომელსაც აკრედიტაცია შეჩერებული აქვს, აღნიშნულ პერიოდში სხვა ჟურნალისტით ჩანაცვლდეს.

ამავე დოკუმენტით, პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია: ხელი არ შეუშალოს საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიების მსვლელობას; პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს მისი სამუშაო ოთახი; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტი, მისი ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს; არ დაუშვას მისი მხრიდან საქართველოს პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული მიმართვა ან მოქმედება; დაემორჩილოს დაცვის თანამშრომლისა და აპარატის მანდატურის სამსახურის მანდატურის კანონიერ მითითებებს; სააკრედიტაციო მოწმობა არ გადასცეს სხვა პირს; სააკრედიტაციო მოწმობა ატაროს გამოსაჩენ ადგილზე.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში