ნიკა მელია - დარწმუნებული ვარ, დღეს აქ ძალიან ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი იქნებოდა, თავი რომ არ შეგვერცხვინა - ვეცდები, ყველა ჩატეხილი ხიდი აღდგეს, ვიწყებთ ბრძოლას, სამწუხაროდ, მინუსიდან

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გარშემო კონსოლიდაცია

დღეს მარტივი აღარ არის, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავი შეირცხვინა.

ნიკა მელიას თქმით, მისი ვალია, იბრძოლოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად,

„ჩვენი მეცადინეობით მიხეილ სააკაშვილის გარშემო კონსოლიდაცია, მოდი პირდაპირ ვთქვათ, ადვილი აღარ არის. მე დარწმუნებული ვარ, დღეს აქ ძალიან ბევრი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერი იქნებოდა ჩვენ რომ არ შეგვერცხვინა საკუთარი თავი 9 ნოემბრიდან მოყოლებული. მე პირობას ვაძლევ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს, მხარდამჭერებს, ვისი მხარდამჭერიც არ უნდა ყოფილიყო ამ ბოლო თვეების განმავლობაში, რომ ჩემი მოქალაქეობრივი ვალია პირველ რიგში, რომ ვიბრძოლო მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად, ისევე როგორც სხვების მოვალეობაა და ამას არანაირი ბიუროკრატიული თანამდებობა და პარტიული თანამდებობა არ სჭირდება. აქ ახლა ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და ნებისმიერი სხვა ადამიანი არის მესამე ხარისხოვანი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, უკანასკნელი თვეების განმავლობაში პარტიამ არათუ მოიზიდა, არამედ განიზიდა გარე მხარდაჭერა.

„ახლა, რა თქმა უნდა, ჩვენ გავცვლით მოსაზრებებს... მე პირადად ვეცდები, ყველა ჩატეხილი ხიდი, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის აღდგეს. აქ საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქეების ჩართულობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ, რომ ეს მოხერხდება, მაგრამ ვიწყებთ ამ ბრძოლას სამწუხაროდ მინუსიდან, რადგან ხალხის ნაწილს ბრძოლის ხალისი დავუკარგეთ.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჩვენ არათუ მოვიზიდეთ, არამედ განვიზიდეთ პარტიის გარე მხარდაჭერა ეს არის ძალიან სამწუხარო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი აღდგება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა