„ევროპელი დემოკრატების“  ლიდერები ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას შეხვდნენ

„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერები, პარტიის თავმჯდომარე პაატა დავითაია, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკოლოზ ვაშაკიძე და გენერალური მდივანი, მამუკა გამყრელიძე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას შეხვდნენ. ინფორმაციას „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც პარტიის თავმჯდომარე, პაატა დავითაია აღნიშნავს, ანა ფოტიგასთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

„ქალბატონ ფოტიგასთან ვისაუბრეთ ქვეყანაში დემოკრატიასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, მათ შორის ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე, პოლარიზაციის მწვავე პრობლემაზე, სასამართლო, საარჩევნო და ანტიკორუფციულ რეფორმებზე, რაც ევროპელ პოლიტიკოსებს ძალიან აწუხებთ.

შეხვედრაზე ქალბატონ ფოტიგას გავაცანით ჩვენი პოლიტიკური ძალის გზავნილები, რომელიც დაფუძნებულია ქართული სახელმწიფოს ევროპულ ღირებულებებზე. როგორც ქალბატონ ფოტიგასთან, ასევე სხვა შეხვედრებზე, ჩვენგან მკაფიოდ იქნა დაფიქსირებული პოზიცია, რომ არსებული პრობლემების მიუხედავად, საქართველომ ყველა შემთხვევაში უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

ჩვენი საუბარი ასევე შეეხებოდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მდგომარეობას, რაც ბრიუსელში დიდ შეშფოთებას იწვევეს. ჩვენ გვაქვს ერთიანი პოზიცია, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გაყვანა უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ჰუმანიტარული აქტი. არსებობს გარკვეული მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს ამ პროცესის განხორციელებას ისე, რომ არ იყოს დარღვეული საქართველოს კანონმდებლობა.

ჩვენ მადლობა გადავუხადეთ ქალბატონ ანა ფოტიგას იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რასაც ის იჩენს ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. გამოითქვა მზაობა ევროპელ პოლიტიკოსებთან შეხვედრებმა მიიღოს ინტენსიური ხასიათი“,-განაცხადა პაატა დავითაიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა