ლევან ხაბეიშვილი - პროტესტი მარტო თბილისში არ იქნება

ივანიშვილმაც და ღარიბაშვილმაც უნდა იცოდნენ, პოლიციასთან ერთად მოუწევთ ძილი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან განაცხადა, სადაც სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილები.

როგორც ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და მთავრობის სხვა წევრებს, მშვიდი ცხოვრება არ და ვერ ექნებათ.

„ქუჩის პროტესტი ჩვენი მოწოდება კი არ არის, ჩვენ გვინდა დემოკრატიულ ინსტიტუტებში დემოკრატიულ პროცესი იყოს, ქვეყანა ევროპისკენ წავიდეს და 12 პუნქტზე ვიმუშაოთ. როცა პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს ცინიზმით, ყოველდღიურ რეჟიმში გვაყურებინებენ როგორ კლავენ, ამის მშვიდად ყურება არ გამოვა არც კაბინეტიდან, არც პარლამენტიდან. დღეს შეიძლება 100 კაცი მივიდეთ, ხვალ მივალთ 500, მერე 10 ათასი. „ნაციონალური მოძრაობა“ საგანგებო რეჟიმზე გადადის. ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა, მათ შორის რაიონებში და მე ამას გავაგრძელებ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს პროტესტი მარტო თბილისში არ იქნება“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, პარტიის მკაფიო პოზიციაა, რომ საპარლამენტო საქმიანობა შეჩერდეს.

“პარლამენტთან დაკავშირებით მკაფიოდ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პოზიცია. საპარლამენტო ცხოვრებას ვწყვეტთ, ვაგრძელებთ ურთიერთობას ჩვენს დიპლომატიურ კორპუსთან. ის ხალხი უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში, რომ ჩვენ იძულებული ვართ ასეთი ნაბიჯები გადავდგათ. „ქართულ ოცნებასთან“ არანაირ თანამშრომლობას იძულების წესით არ ვაპირებთ, სანამ პუტინის დავალებას ასრულებს რუსი ოლიგარქი“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი განმარტებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმე არ არის ვიწროპარტიული და ეს კარგად უნდა გაიაზროს ყველამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა