ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან აქცია დასრულდა - „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ხვალ მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან აქცია დასრულდა.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, 7 თებერვალს, 17:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებიან.

მისი თქმით, პროტესტი ყოველდღიური იქნება, ვიდრე შედეგზე არ გავლენ.

მან პრემიერ-მინისტრს მიმართა და „პუტინის მონის მონა“ უწოდა.

„მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მის მთავრობასთან ერთად ყველგან პრობლემა ექნება. გაძლიერებული პოლიციის და დაცვის თანხლებით მოუწევს დაძინებაც და გაღვიძებაც. ჩვენ გადავდივართ საგანგებო რეჟიმზე. ყველგან მოგაკითხავთ. მივმართავ, რატი ბრეგაძეს, რომლის განათლებაში ლომის წილი შეიტანა მიხეილ სააკაშვილმა, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ დავნებდეთ. ბრძოლა ყოველდღიური იქნება”,- განაცხადა ხაბეიშვილმა და მიმართა მხარდამჭერებს: „ხვალ 17:00 საათზე, ყველას მთავრობის ადმინისტრაციასთან გელოდებით. პროტესტი ყოველდღიური იქნება, სანამ შედეგზე არ გავალთ” , - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა