ლევან ბეჟაშვილი - ვიხილავთ მანდატების დატოვების საკითხს - ვიწყებთ კონსულტაციებს დასავლელ პარტნიორებთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომ დავტოვოთ პარლამენტი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განმარტა, თუ რას ითვალისწინებს, საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტა.

როგორც მან აღნიშნა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ მიიღებს მონაწილეობას არანაირ საპარლამენტო ფორმატში.

ამასთან, მისი თქმით, განიხილავენ მანდატების დატოვების საკითხსაც საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის სხვა ოპოზიციურ პარტიებთან.

„პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო სხდომებში, არც საკომიტეტო მოსმენებში და არანაირ საპარლამენტო ფორმატში. ვერ ვხედავთ იმ სივრცეს, რომელიც ნორმალური პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს, რომ კანონი უნდა კანონობდეს. საერთაშორისო პარტნიორები ყოველდღე აკეთებენ განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ. როდესაც ჩვენს ევროპულ პერსპექტივას, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხს უკავშირებენ ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ხელისუფლება უკანონო გადაწყვეტილებას იღებს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისი თქმით, როდესაც პოლიტიკა არ ტარდება საპარლამენტო სტრუქტურებში, ქუჩაში უნდა გადაინაცვლოს და ხელისუფლებამ იგრძნოს ხალხის ძალა.

„ამ ეტაპზე ჩვენ ვწყვეტთ საპარლამენტო საქმიანობას. ამავდროულად, ჩვენ ვიხილავთ მანდატების დატოვების საკითხს, მათ შორის ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესი, მათ შორის ოპოზიციის მონაწილეობა ამ პროცესში. მათი თხოვნა იყო თავის დროზე, რომ ოპოზიცია შესულიყო პარლამენტში, მაგრამ ჩვენ ვხედავთ სახელმწიფო ინტერესების საბსოლუტურ უგულებელყოფას. მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შურისძიების მოტივით ხელმძღვანელობს „ქართული ოცნება“. ამიტომ, ვწყვეტთ საქმიანობას, ვიწყებთ კონსულტაციებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომ დავტოვოთ ერთპარტიული პარლამენტი, გადავინაცვლოთ ქუჩაში და იქ დავიწყოთ პოლიტიკის კეთება ხალხთან ერთად, რადგან “ქართულ ოცნებასთან“ არანაირი საერთო სივრცე აღარ დარჩა“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა