„ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის“ წევრები რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებენ

7 თებერვლიდან, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული „ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის“ წევრები ქვემო ქართლში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან შეხვედრებს იწყებენ.

„საყდრისის კომიტეტის“ ინფორმაციით, კამპანიის მიზანს მოსახლეობისთვის სამუშაო ჯგუფის ოთხწლიანი საქმიანობის შედეგების გაცნობა წარმოადგენს.

„ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი“ პარლამენტში 2018 წ. ივნისში საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ინიციატივით შეიქმნა. მის შემადგენლობაში მხოლოდ აქტივისტური ორგანიზაციების: „საყდრისის კომიტეტი“ და „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმის“ წევრები შედიან. სამუშაო ჯგუფის საქმიანობის მიზანს კომპანია RMG-ის გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი წარმოადგენს.

როგორც „საყდრისის კომიტეტის“ წევრები აღნიშნავენ, „მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ჯგუფის აქტივობები საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია, ვფიქრობთ, საჭიროა მოსახლეობისთვის უფრო სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, რადგან მათი ჩართულობა და მხარდაჭერა ეკოლოგიური საფრთხეების შემცირების პროცესში უმნიშვნელოვანესია.”

საზოგადოებასთან პირველი შეხვედრა დღეს, 7 თებერვალს, 15:00 საათზე, ქალაქ დმანისში, ჰეიდარ ალიევის სახელობის საგანმანათლებლო ცენტრში შედგება. საზოგადოებასთან შეხვედრები ასევე დაგეგმილია თეთრიწყაროსა და ბოლნისში, ხოლო მარტის დასაწყისში, თბილისში, „ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის“ წევრები საქმიანობის შედეგებს უკვე დარგის სპეციალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას და სხვა თემატურ ჯგუფებს გააცნობენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა