სოსო გიორგაძე აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე აშშ-ს საპატენტო და სასაქონლო ნიშნების ოფისის ხელმძღვანელ ქათი ვიდალს შეხვდა, რომელიც ამავდროულად აშშ-ს ვაჭრობის მინისტრის მოადგილე და აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველია ინტელექტუალური საკუთრების სფეროში.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრა USPTO-ს სათავო ოფისში, ალექსანდრიაში (აშშ, ვირჯინიის შტატი) გაიმართა.

„ორმხრივი შეხვედრის ფორმატში სოსო გიორგაძემ და ქათი ვიდალმა საქართველოსა და აშშ-ს საპატენტო უწყებების თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ინოვაციებისა და გამომგონებლობის ხელშეწყობასა და განვითარებას. აღინიშნა, რომ თანამედროვე მსოფლიოში ტექნოლოგიების განვითარების ფონზე, ინტელექტუალური საკუთრების კუთხით თანამშრომლობა საქართველოს დაეხმარება არა მხოლოდ საპატენტო საქმიანობის, არამედ გამოგონებებისა და ინოვაციების სფეროს ხელშეწყობაში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქალი გამომგონებლების წახალისებასა და მხარდაჭერაზე. შეხვედრაზე საქპატენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ წარსულში, ქართველი ექსპერტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ამერიკული პრაქტიკის გაცნობამ და გამოცდილების გაზიარებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქპატენტში საექსპერტო საქმიანობის გაუმჯობესებაზე. ასეთი პრაქტიკის გაგრძელებამ კვლავ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში.

შეერთებული შტატების პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების ოფისი (USPTO) წარმოადგენს აშშ-ს მთავრობის ფედერალურ სააგენტოს, რომელიც უფლებამოსილია პატენტების გაცემასა და სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციაზე. ამავდროულად იგი ხელს უწყობს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის უფრო ძლიერი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას მთელ მსოფლიოში.

„საქპატენტის“ თავმჯდომარის სოსო გიორგაძის აშშ-ში ვიზიტი 11 თებერვლამდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში საპატენტო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს აშშ-ს ინტელექტუალური საკუთრების უწყების მიერ ორგანიზებულ ადმინისტრაციულ პროგრამაში, ასევე, ვაშინგტონში გამართავს შეხვედრას აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მთავარ მრჩეველთან სტივ გარდნერთან“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა