თურქეთის რესპუბლიკის საელჩო - თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჟურნალისტური საქმიანობის ვიზის მოთხოვნის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჟურნალისტური საქმიანობის ვიზის მოთხოვნის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

„ქაჰრამანმარაშსა და მიმდებარე რაიონებში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებული მოვლენების გაშუქების საკითხზე საერთაშორისო მედიის ინტერესის გათვალისწინებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ჟურნალისტური საქმიანობის ვიზის მოთხოვნის შეჩერების შესახებ.

კერძოდ, მიწისძვრასთან დაკავშირებით საქართველოდან თურქეთში წასვლის მსურველმა ჟურნალისტებმა უნდა გააგზავნონ წერილი, ფოტოსურათი და პასპორტის ასლი შემდეგ ელ. მისამართზე: pressaccreditation@iletisim.gov.tr“, - ნათქვამია თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა