გრიგოლ გეგელია - „ლელო“ აგრძელებს საპარლამენტო საქმიანობას - ვერ დავუჭერთ მხარს ისეთ პროცესს, რომელიც არათუ არ ცვლის ივანიშვილს, არამედ შეიძლება აძლიერებდეს კიდეც მას

„ლელო“ აგრძელებს საპარლამენტო საქმიანობას. აგრძელებს საკრებულოში მუშაობას. ჩვენ ვართ მოწადინებული ივანიშვილი შეიცვალოს და ვერასდროს ვერ დავუჭერთ მხარს ვერცერთ ისეთ პროცესს, რომელიც არათუ ივანიშვილს არ ცვლის, არამედ შეიძლება აძლიერებდეს კიდეც ივანიშვილს, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ წამყვანის კითხვის პასუხად განაცხადა, თუ როგორია „ლელოს“ პოზიცია საპარლამენტო მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ამ პროცესში „ლელო“ არ აპირებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას.

გეგელიას განცხადებითვე, ის მოელოდა პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გუშინდელ სასამართლო გადაწყვეტილებას.

„რა თქმა უნდა, მოველოდი არევაძის იმ გადაწყვეტილებას, რაც მან გუშინ მიიღო. მე მინდა ყველას შევახსენო, რომ ზუსტად ეს ადამიანია ის მოსამართლე, ვინც პირველად ხაზარაძეს და ჯაფარიძეს გამოუტანა ის განაჩენი, რომელიც გამოუტანა. ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი რიგითი მონა ბიძინისტური სისტემისა, რომელშიც ის არის ძალიან კომფორტულად გამწესებული, როგორც მონა, ამიტომაც არაფერი გასაკვირი ჩემთვის ამაში არაფერი არ ყოფილა“, - აღნიშნა გეგელიამ.

გარდა ამისა, პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრის თქმით, მას სურს დემოკრატია, ყველგან, ყველა შრეზე, მით უმეტეს ამ ქვეყნის დიდ პარტიებში.

„ჩვენ ვერ მივედით ნამდვილ დემოკრატიამდე, ნამდვილ დემოკრატიზაციამდე, თვისებრივად დემოკრატიულ პროცესამდე და ეს თუ ჩვენს თავში არ გავაკეთეთ, ჩვენს პარტიებში, ჩვენს ირგვლივ, ქვეყანაში როგორ გავაკეთებთ?!“ - განაცხადა გეგელიამ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არის ჩამოყალიბებულად ანტი-დემოკრატიული პოლიტიკური ერთეული, სადაც ორი წლის წინ პოლიტსაბჭო წყვეტდა ნიკა მელიას დაკავების საკითხს.

„კანონის აღსრულება, სამართლიანობისა და მართლმსაჯულების საკითხები ამ პარტიაში გაიხილება პოლიტსაბჭოში, რაც არ არის მისი პრეროგატივა და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩანაცვლებაა პარტიის პოლიტსაბჭოთი. ამიტომ ასეთ პირობებში ჩემთვის არევაძე ან ვინმე სხვა არაფრით არ არის გამონაკლისი“, - დასძინა გეგელიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა