ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმზე გადადის - საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა ამ ეტაპზე მანდატებს ინარჩუნებს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმზე გადადის, რაც იმაში გამოიხატება, რომ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა ამ ეტაპზე მანდატებს ინარჩუნებს.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით განცხადება პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა.

„ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იღებს გადაწყვეტილებას და საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს, რაც გულისხმობს იმას, რომ არც პლენარულ სხდომებში, არც საკომიტეტო მოსმენებსა და სხვა საპარლამენტო ფორმატებში მონაწილეობას აღარ მივიღებთ.

პარტია და ფრაქცია გააგრძელებს კონსულტაციებს პროტესტის კიდევ უფრო მძიმე ფორმების შესახებ. საუბარია მანდატების დატოვებაზე. კონსულტაციები გვექნება ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. საპარლამენტო და გარე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან და ბუნებრივია, პოლიტიკური ვითარების განვითარების კვალდაკვალ, გადაწყვეტილი გვაქვს პროტესტის კიდევ უფრო მძიმე ფორმები გამოვიყენოთ“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა