ანა წითლიძე - ვემხრობი, არა მხოლოდ პარლამენტიდან, არამედ საკრებულოებიდან გამოსვლას - აზრთა სხვაობა ბევრ საკითხზეა, თუმცა ფრაქციის გადაწყვეტილებას ყველა უერთდება

ვემხრობი, არა მხოლოდ პარლამენტიდან, არამედ საკრებულოებიდან გამოსვლას - აზრთა სხვაობა ბევრ საკითხზეა, მათ შორის, საპარლამენტო ბოიკოტზეც იყო, თუმცა ფრაქციის ამ გადაწყვეტილებას ყველა უერთდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის წევრთა ნაწილი არ იზიარებს მოსაზრებას საკრებულოების დატოვების თაობაზეც.

„მე ვემხრობი, არა მხოლოდ პარლამენტიდან გამოსვლის და მანდატების დატოვებას, არამედ საკრებულოებიდან გამოსვლასაც, მათ შორის თბილისის საკრებულოდან. აზრთა სხვადასხვაობა გუნდში არის საკრებულოებთან დაკავშირებით, თუმცა ვერ წარმომიდგენია, როცა ვსაუბრობთ გუშინდელ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სიცოცხლის უფლება წაართვეს მიხეილ სააკაშვილს, როგორ შეიძლება ეს არ შევიმჩნიოთ ან პარლამენტში ან საკრებულოებში?“ - განაცხადა წითლიძემ და დასძინა, რომ „ფრაქციის გადაწყვეტილებას ყველა შეასრულებს“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა