შალვა პაპუაშვილი - ჩვენ ყოველთვის გვერდში ვუდგავართ ჩვენს მეგობრებს და ამ შემთხვევაში, თურქეთს სჭირდება როგორც ჩვენი მორალური მხარდაჭერა, ისე საქმით მხარდაჭერა

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა თურქეთში მიწისძვრისას დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

როგორც სესიის გახსნისას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო თურქეთს როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად უდგას მხარში.

„გუშინ ჩვენს რეგიონში, თურქეთში განსაკუთრებით უმძიმესმა მიწისძვრამ გამოიწვია უდიდესი ტრაგედია. დღეის მონაცემებით, სულ მცირე, 3 ათასი ადამიანია დაღუპული, 15 ათასზე მეტი არის დაშავებული. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს პარლამენტის სახელით მივუსამძიმრო თურქ ხალხს მომხდარი ტრაგედიის გამო. იცით, რომ საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა სტიქიის დროს. ამ დროისთვის, საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც ითვლებოდა დაკარგულად, არის ნაპოვნი. ასევე, ქართველი სახანძრო - სამაშველო ჯგუფები გუშინ თურქეთში გაემგზავრნენ. ჩვენ ყოველთვის გვერდში ვუდგავართ ჩვენს მეგობრებს და ამ შემთხვევაში, თურქეთს სჭირდება როგორც ჩვენი მორალური მხარდაჭერა, ისე საქმით მხარდაჭერა. ჩვენი სახელმწიფო სრულად აკეთებს ამას. გთხოვთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ამ მიწისძვრით დაღუპულ პირებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა