თაკო ჩარკვიანი - ვუერთდები აქციებს და ბოიკოტს, თუ იქნება მანდატების დატოვებაზე საუბარი, რა თქმა უნდა, ამასაც შევუერთდები

ვუერთდები აქციებს და ბოიკოტს, თუ იქნება მანდატების დატოვებაზე საუბარი, რა თქმა უნდა, ამასაც შევუერთდები, - ამის შესახებ „კანონის და სამართლის" ლიდერმა, დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აქციების საჭიროებაზე დიდი ხნის წინ საუბრობდა და მიესალმება, რომ ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ.

"ვუერთდები რა თქმა უნდა პროტესტს, ბოიკოტის ფორმაა, როგორც შევთანხმდით და კონსულტაციები ამაზე გვქონდა გუშინ. ვუერთდები, რადგან ძალიან მძიმე ვითარება შეიქმნა ქვეყანაში და რომ არ მოხდეს კიდევ უფრო მძიმე დაპირისპირება, ამიტომ ვუერთდები. უნდა დათმონ და ეს იქნება სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, შეიძლება არაპოპულარულად ჟღერდა, მაგრამ დიახ, სულ ვამბობდი, რომ აქცია პროტესტის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია, სხვა არ გამოუგონებია კაცობრიობას, მივიდნენ ამ დასკვნამდე, რომ ეს ასეა, ძალიან კარგია, მიხარია.

ხშირად ხდება, რომ ხელისუფალმა არაპოპულარული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუკი ხედავს, რომ მის სახელმწიფოს სჭირდება სტატუსის მისაღებად, მეტი სიმშვიდის მოსაპოვებლად, ამაზე უნდა იფიქროს ხელისუფალმა და უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ უცხოურ კლინიკაში, ეს იქნება სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. ვუერთდები აქციებსაც, მანდატების დატოვებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, ბოიკოტს ვუერთდები, თუ იქნება მანდატების დატოვებაზე საუბარი, რა თქმა უნდა, ამასაც შევუერთდები,"- განაცხადა ჩარკვიანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა