შალვა ხაჭაპურიძე - საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არ აქვს, ეს არის როგორც თეატრში ბუტაფორია, მაგალითად, პლასტმასის ან მუყაოს შემწვარი გოჭი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ადვოკატები გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ და პარალელურად სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ მიმართავენ.

ყოფილი პრეზიდენტის ინტერესების დამცველები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ამ კვირის ბოლოს ან მომდევნო კვირის დასაწყისში მიმართავენ.

„როცა ადვოკატებს გადაწყვეტილება ჩაგვბარდება, ამას ბუნებრივია, სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ მხოლოდ იმ მიზნით, რომ გარკვეული ეტაპები გავლილი გვქონდეს და საქმე საბოლოოდ სტრასბურგის სასამართლოში წავიდეს.

რაც შეეხება გუშინდელ გადაწყვეტილებას, მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არ აქვს და ის რასაც მართლმსაჯულების სახლი და სისტემა ჰქვია, რამდენიმე მოსამართლის გამოკლებით, ეს არის როგორც თეატრში ბუტაფორია, მაგალითად: შემწვარი გოჭი, აი, ასე დევს ბუტაფორია საქართველოს ტერიტორიაზე, რასაც ვითომ სასამართლო სისტემა ჰქვია, სინამდვილეში ეს არის შემწვარი გოჭი, პლასტმასის ან მუყაოს.

ამ საქმეს მხოლოდ ორი ინსტანცია განიხილავს, პირველი დასრულდა, ხოლო აპელაცია ერთ სხდომაში დასრულებადია, მაგრამ ჩვენ მანამდე უახლოეს დღეებში სტრასბურგის სასამართლოს 39-ე მუხლით მივმართავთ, (ამ კვირის ბოლოს ან იმ კვირის დასაწყისში) სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ. 39-ე მუხლი არის ანალოგი იმისა, რაც ნავალნის საქმეზე გამოყენებული იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანა მოხდეს.

სტრასბურგის სასამართლოს დაუყოვნებლივ მივმართავთ იმიტომ, რომ დრო აღარ ითმენს, თუ სააპელაციო სასამართლო იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს და ველოდები, რომ იგივე გადაწყვეტილებას გამოიტანს. ამ შემთხვევაში, ევროკონვენციის სულ სხვა მუხლებზე საუბარი იქნება და სულ სხვა მოთხოვნა იქნება. ამჟამად, დროებითი ღონისძიება გამოიყენება, რადგან სასამართლო არაეფექტურია, მისი სიცოცხლე უმძიმეს მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გაყვანა უნდა მოხდეს. საჩივრის შესვლიდან 24-საათში სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს. დედამიწის ზურგზე არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ ყოფილა, ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ასანიძის საქმე ასლან აბაშიძემ არ აღასრულა და როგორც დაამთავრა ასლან აბაშიძემ, კარგად გახსოვთ“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა და არც გადაუვადა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე, გიორგი არევაძემ გამოაცხადა. აღნიშნულით არევაძემ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება