ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - გუშინ თქვეს, რომ წყვეტდნენ საპარლამენტო მუშაობას, დღეს უკან დაიხიეს, როგორც ჩანს, დაენანათ მანდატები - ჩვენთვის არ აქვს არსებითი მნიშვნელობა სად იქნებიან

გუშინ თქვეს, რომ წყვეტდნენ საპარლამენტო მუშაობას - ასე იყო სიტყვასიტყვით ნათქვამი. დღეს უკან დაიხიეს, როგორც ჩანს, დაენანათ საპარლამენტო მანდატები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც მან შეაფასა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმზე გადასვლა და საპარლამენტო საქმიანობის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

კობახიძის შეფასებით, ეს არის „არათანმიმდევრულობის შედეგი და შიდა გახლეჩის კიდევ ერთი გამოხატულება“.

„საბოლოო ჯამში, ეს მათი გადასაწყვეტია. მათ არც დარბაზში ყოფნით და არც დარბაზის გარეთ შეუძლიათ რაიმე წვლილის შეტანა ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის არ აქვს რაიმე არსებითი მნიშვნელობა, „ნაციონალური მოძრაობა“ სად იქნება - პარლამენტს გარეთ, ბოიკოტში თუ პარლამენტში. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს და ამ დღის წესრიგით გავაგრძელებთ მოქმედებას. უკან რომ დაიხიეს, ეს მეტყველებს მათ არათანმიმდევრულობაზე, რაც კარგია.

ქვეყანაში არის სიმშვიდე, თუ არ ჩავთვლით ქარიშხალს ჭიქაში, რომლის დატრიალებასაც ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ახალი თავმჯდომარით, ბატონი ლევან ხაბეიშვილით. ქვეყანაში არის სიმშვიდე და გაგრძელდება ქვეყნის მშვიდი განვითარება. თუ ვინმეს უნდა ქვეყანაში მშვიდობის დარღვევა, ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ და რეალურად მათ ამის რესურსი არ აქვთ. სიმშვიდეს საქართველოში ვერავინ დაარღვევს, ამის იმიტაცია არის მათი საქმე. ოპოზიცია დღეს პარლამენტში ზის, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი თუ არ იქნება პარლამენტში, ამით ჩვენს ქვეყანას არაფერი დააკლდება. მათი თავი არის ლევან ხაბეიშვილი და რისი რესურსი აქვთ მათ, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ.

„ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა რადიკალები თუ არ იქნებიან სხდომათა დარბაზში, ეს მხოლოდ დადებითად აისახება საპარლამენტო სამუშაო პროცესზე. საპარლამენტო სამუშაო გარემო მეტად კონსტრუქციული იქნება. რაც შეეხება მათ შიდა დისკუსიებს მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვიტყვი - მათ გუშინ თქვეს, რომ წყვეტდნენ საპარლამენტო საქმიანობას, დღეს მოუწიათ უკან დახევა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა