ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე - ჩვენი სირცხვილია, ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმოადგენდა

ნონა წოწორია სახელმწიფოს წარმომადგენელი იყო სტრასბურგის სასამართლოში და რა თქმა უნდა, ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმოადგენდა, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ნონა წოწორიას განცხადებას შეეხებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ „სააკაშვილი დამნაშავეა იმაში, რომ დაგვაჯერა- ბრბოსგან სახელმწიფოს მოწყობა შეიძლებოდა“.

კობახიძის თქმით, ნონა წოწორია, რომელიც ქართველ ხალხს ბრბოს უწოდებს, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ „ნაცმოძრაობამ“ და ზურაბ ადეიშვილმა გაგზავნეს.

„რა ღირებულებები ჰქონდა ამ ხალხს, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდნენ საკუთარი გადაწყვეტილების მიღების დროს, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ. სახელმწიფოს წარმომადგენელი იყო ის ამ სასამართლოში და რა თქმა უნდა, ჩვენი საერთო სირცხვილია , რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმოადგენდა.

მეორე სირცხვილია, ის, რომ ნონა წოწორია ახლა მოლდოვაში, მოსამართლეების შერჩევის პროცესში მონაწილეობს.

ეს მეორე პრობლემაა. როდესაც ნონა წოწორია, ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე მოსამართლეებს არჩევს მოლდოვაში. ეს არის მოლდოვისთვის ძალიან სერიოზული პრობლემა. ეს პრობლემები ჩვენ 9 წლის განმავლობაში გამოვიარეთ. სამწუხაროდ, ეს პრობლემა დღეს მოლდოვას უდგას. ძალიან კარგად გვახსოვს ე.წ. შეფასების პროცესი,როგორ დასრულდა სასამართლოს წმენდით და შემდეგ სრული კონტროლის მოპოვებით სასამართლოზე სააკაშვილისა და ადეიშვილის მხრიდან და დღეს, წოწორია ასეთივე პროცესში არის ჩართული, რაც ძალიან სამწუხაროა, ძალიან მძიმეა ჩვენი მეგობარი მოლდოველი ხალხისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
ფარხატ მამედოვი - ჯერჯერობით იმის თქმა შეიძლება, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სამხრეთ კავკასიის მიმართ თავისი ინტერესები, მიზნები და ამოცანები არ განუსაზღვრავს
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა