დიმიტრი ხუნდაძე - ევროკომისიის შეფასებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის უსამართლო დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ

ევროკომისიის შეფასებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის უსამართლო დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ - საქართველოს მაშინაც ეკუთვნოდა სტატუსი და მითუმეტეს, ეკუთვნის ახლაც, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებაზე შემოდგომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ევროკავშირი „ან დაასაბუთებს სამართლიანობისადმი პატივისცემას ან დარჩება სხვისი დაკვეთების შემსრულებელი და კიდევ ერთხელ გაინადგურებს საკუთარ იმიჯს“.

„უპირველეს ყოვლისა, მსურს მივუსამძიმრო ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს თურქეთს და ასევე სირიას შემზარავი ტრაგედიის გამო. ვუსურვებ მსოფლიოს, რომ მსგავსი ტრაგედია აღარასდროს ენახოს.

სანამ კონკრეტულ თემაზე ვისაუბრებ, მსურს გამოვეხმაურო „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე. მინდა ვკითხო მათ - როდის დაიწყეთ? ცარიელი ადგილების სიცარიელეს ნამდვილად ვერ ვიგრძნობთ.

ახლა კი ბოლო პერიოდის მთავარ თემას მსურს შევეხო, ევროკომისიის პოზიტიურ დასკვნას საქართველოს მიერ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე. კარგია, რომ მათი შეფასება დადებითია, თუმცა, გაუგებარია რამდენიმე საკითხი, მაგალითად: ვერ გავიგეთ, რანაირად შეიძლება იყოს სასამართლოს, ადამიანის უფლებების და მსგავსი მნიშვნელოვანი საკითხების შეფასებები ტექნიკური? თუ ამ შეფასებებს მივყვებით, გამოდის, რომ უკრაინას სოფლის მეურნეობაში უკეთესი მაჩვენებლებისთვის მისცეს სტატუსი.

ამ შეფასებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის უსამართლო დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, თითქმის არაფერი შეცვლილა. საქართველოს მაშინაც ეკუთვნოდა სტატუსი და მითუმეტეს, ეკუთვნის ახლაც.

რა მოლოდინები გვაქვს და იქნება თუ არა სუბიექტური კვლავ მიმდინარე წლის შემოდგომაზე მიღებული გადაწყვეტილება? ეს იქნება ის კითხვა, რითაც ევროკავშირი ან დაასაბუთებს სამართლიანობისადმი პატივისცემას ან დარჩება სხვისი დაკვეთების შემსრულებელი და კიდევ ერთხელ გაინადგურებს საკუთარ იმიჯს.

უკრაინის ომმა ბევრი რამ დაგვანახა, ბევრ რამეს ახადა ფარდა და დაარქვა შესაბამისი სახელი. ყველამ დავინახეთ, რომ თუკი რუსეთი უდანაშაულო ხალხის სისხლისღვრით ვერ ძღება, დასავლეთი დემოკრატიის სახელით ცდილობს მშვიდად და აუღელვებლად გაანადგუროს სახელმწიფოები, ვინც მას არ ემორჩილება. საქართველოსთვის ორივე მტრობაა. მტრობაა ის, როდესაც სააკაშვილის პირადი მეგობრები თუ ლობისტური კომპანიებით ნაყიდი ევროპარლამენტარები ქვეყანაში მკვლელი რეჟიმის დაბრუნებას ცდილობენ. მტრობაა ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა და ზეწოლა ეგრეთწოდებული დემოკრატიით.

არ ვიცით ხვალ რა შეიცვლება, მაგრამ ევროკომისიის დასკვნამ ცხადყო ერთი რამ - საქართველო ვიღაცის ხელში სათამაშო თოჯინაა და დიდხანს რომ არ გაუგრძელდეთ ეს სახიფათო თამაში, შევახსენებთ ყველას, ვისთვისაც სამართლიანობა დრეს შენიღბული ფარია: - საქართველო მიიღებს თუ არა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს სტატუსს, ჩვენ არ შევწყვეტთ სვლას იმ ღირებულებებისკენ, რაც არა მხოლოდ დასავლეთის მონაპოვარია ჩვენში, არამედ ჩვენი ისტორიის ნაწილია. ქართველი ხალხი გაუძლებს ამ რყევებსაც და აუცილებლად გაიყვანს ქვეყანას მშვიდობიანი გზით განვითარებისკენ“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ, რომლის განცხადებასაც „ხალხის ძალის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა