ირაკლი კობახიძე - ჩვენი ამოცანა არის გადავლახოთ 10 000-დოლარიანი ნიშნული, ჩვენი ოპონენტების მთავარი ამოცანაა, რომ გაგვყინონ ერთ ადგილზე

ჩვენი ამოცანა არის გადავლახოთ 10 000 - დოლარიანი ნიშნული, ჩვენი ოპონენტების მთავარი ამოცანა არის ის, რომ გაგვყინონ ერთ ადგილზე და მძიმე მდგომარეობაში ჩააგდონ ეს ქვეყანა. რა თქმა უნდა ამ დღის წესრიგს ვერ გავყვებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კობახიძის თქმით, როგორც კი ქვეყანა 10 000 - დოლარიან ზღვარს გადალახავს, ეს მთელი საზოგადოებისთვის ამოსუნთქვის საშუალება იქნება.

„ორი წლის წინ ქვეყნის ეკონომიკა იყო 4250 დოლარი ერთ სულ მოსახლეზე. უკვე არის 6800 დოლარი ორი წლის თავზე და თუ მშვიდობიანად გაგრძელდება პროცესები, და ჩვენ ამაზე პასუხისმგებლები ვართ, ამ წლის ბოლოს ჩვენ შეგვიძლია 8000 დოლარს მივაღწიოთ. სამ წელიწადში პრაქტიკულად გვექნება გაორმაგებული ეკონომიკა, რაც კონკრეტულ მაჩვენებლებშიც არის გამოხატული. აღარ დავიწყებ მანქანები რამდენი იყო და ბინებს რამდენი მოქალაქე ყიდულობს. რეალურად ეს ყველაფერი აისახება, სამწუხაროდ არა ყველა მოქალაქეზე, მაგრამ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილზე. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის ეკონომიკის განვითარება. როგორც კი 10 000 - დოლარიან ზღვარს გადავლახავთ და ვხედავთ, რომ სწრაფად მივდივართ, ანუ, 4250-დან უკვე შეგვიძლია 9000 დოლარზე ავიდეთ 4 წლიან პერიოდში, 2024 წლისთვის. 10 000 დოლარიან ზღვარს როგორც კი გადავლახავთ ეს უკვე მთელი საზოგადოებისთვის ამოსუნთქვის საშუალება იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა