ალეკო ელისაშვილი - ნორმალური სახელმწიფო ახლა უნდა ფიქრობდეს, როგორ შეიძლება მოსახლეობის გადაზღვევა კატაკლიზმების შემთხვევაში, რომ სახლები თავზე არ დაგვეფშვნას - უშველებელი კორპუსები რა ხარისხითაა ნაშენები, ღმერთმა უწყის

ნორმალური სახელმწიფო ახლა იმით უნდა იყოს დაკავებული, ფიქრობდეს, როგორ შეიძლება გადავაზღვიოთ მოსახლეობა კატაკლიზმების შემთხვევაში, რომ სახლები თავზე არ დაგვეფშვნას - ახალაშენებული, უშველებელი კორპუსები რა ხარისხითაა ნაშენები, ღმერთმა უწყის,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურებს მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების უფლება აქვთ და მშენებლობის ხარისხს არავინ ამოწმებს.

„როდესაც ვუყურებდით, რამდენიმე წამში როგორ იფშვნებოდა თურქეთში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, ვფიქრობდი - ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ჩვენც იმავე რეგიონის ნაწილი ვართ და 7.2 ან 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები რომ მოხდეს, რა მოუვა ჩვენს საცხოვრებლებს თბილისში, ბათუმში? ძველ თბილისში ათასობით სახლი უმძიმეს მდგომარეობაშია, მეორე მხრივ კი არის ახალაშენებული უშველებელი კორპუსები - რა ხარისხით, როგორ და რა მასალით აშენდა, ღმერთმა უწყის. ბათუმში მთვარეზე ავიდა, ისეთი სახლები შენდება და რა ხარისხით შენდება? ვიცით, რომ მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურებს მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების უფლება აქვთ და მშენებლობის ხარისხს არავინ ამოწმებს. ამდენად, ვფიქრობ, რომ ნორმალური სახელმწიფო ახლა იმით უნდა იყოს დაკავებული, რომ ფიქრობდეს, როგორ შეიძლება შევისწავლოთ და როგორ შეიძლება გადავაზღვიოთ ჩვენი მოსახლეობა მსგავსი კატაკლიზმების შემთხვევაში, რომ სახლები თავზე არ დაგვეფშვნას. დღეს კარგი მთავრობა ამით იქნებოდა დაკავებული. ან თუ ვინმემ იცის, რომ ყველაფერი უსაფრთხოა და გაუძლებს ასეთ ბიძგებს, გვითხარით და დავმშვიდდებით“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
სამომხმარებლო ბაზარზე  მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა