არმაზ ახვლედიანი - ყველაფერი, რაც ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსი მიღებასთან გვაახლოებს, სწორი და მხარდასაჭერია, ის კი, რაც გვაშორებს - კატეგორიულად მიუღებელი

ნებისმიერ საკითხს ახლა მხოლოდ ერთ პრიზმაში უნდა განვიხილავდეთ: წაადგება თუ არა ის ჩვენი ქვეყნისთვის ასე ნანატრი, ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსი მიღებას, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი, რაც აღნიშნულთან გვაახლოებს, მხარდასაჭერია და რაც გვაშორებს, მიუღებელი.

"ნებისმიერ, ყველაზე მწვავე საკითხსაც კი, ახლა მხოლოდ ერთ პრიზმაში უნდა განვიხილავდეთ, ერთი მთავარი საფიქრალით ვაფასებდეთ და განვსჯიდეთ:წაადგება თუ არა ის ჩვენი ქვეყნისთვის ასე ნანატრი, ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსი მიღებას! ყველაფერი, რაც ამას გვაახლოებს, სწორი და მხარდასაჭერია. ის კი, რაც გვაშორებს, - კატეგორიულად მიუღებელი!",- განაცხადა ახვლედიანმა პლენარულ სხდომაზე.

მან ისაუბრა უსაფრთხოების საკითხებზეც, კონკრეტულად ბათუმის ნავთობ ტერმინალზე და დასვა კითხვა, ბათუმის ნავთობ ტერმინალში, თუ რაღაც პრობლემა გაჩნდება, რამდენად ვართ მზად და რამდენად დაცულია უსაფრთხოება.

როგორც ახვლედიანმა განმარტა, თუკი მსგავსი რამ მოხდება, ეს შესაძლოა, უდიდესი ტექნოგენური კატასტროფა იყოს.

„რაზე შეიძლება დააფიქროს ადამიანი, როცა ასეთი დამანგრეველი მიწისძვრა, უბედურება ხდება ქვეყანაში, რეგიონში, სხვაგან, თუნდაც, სრულიად შორეთში და მითუმეტეს, მეზობლებთან. გარდა იმისა, რომ ყველა შეძრწული ვართ და თანაგრძნობას, სოლიდარობას გამოვხატავთ, ჩვენ გვმართებს დავფიქრდეთ იმაზე, ჩვენ რამდენად ვართ მზად მსგავსი, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მაინც მოსალოდნელი კატასტროფებისგან. თავი რომ დავანებოთ, თუნდაც ამ ტიპის კატასტროფას, მე მხოლოდ ერთ მაგალითად მოვიყვან - რამდენად მზად ვართ იმისთვის, რომ თუ ბათუმის ნავთობ ტერმინალში რაღაც პრობლემა გაჩნდება, დაცული იქნება ჩვენი უსაფრთხოება იქ და მთელი ქალაქის მასშტაბით. როგორც ამ საქმის მცოდნეები ამბობენ, ეს შეიძლება იყოს უდიდესი ტექნოგენური კატასტროფა. სხვათა შორის, ბათუმის მერიას დიდი ხნის წინ მივმართე და დღემდე პასუხი არ მიმიღია ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აცხადებს ახვლედიანი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა