ალეკო ელისაშვილი ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტზე - ღმერთმა ხელი მოუმართოთ, რადიატორზე ჯაჭვით მიბმული ხომ არ არიან?! ვისაც წასვლა უნდა წავიდეს, ვისაც მუშაობა უნდა, დარჩეს

ღმერთმა ხელი მოუმართოთ, რადიატორზე ჯაჭვით მიბმული ხომ არ არიან?! ვისაც წასვლა უნდა წავიდეს, ვისაც მუშაობა უნდა, დარჩეს, - ასე ეხმიანება "მოქალაქეების" დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" და "სტრატეგია აღმაშენებლის" გადაწყვეტილებას ბოიკოტის თაობაზე. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში შემოსვლის დღიდან საკანონმდებლო ორგანოდან გასვლაზე საუბრობს.

"ვინ უშლით ხელს?! რაც შემოვიდა ოპოზიციის დიდი ნაწილი, იმის მერე იძახიან გავდივართო, არ არის ეს სერიოზული. სათამაშოდ ხომ არ ვართ შეკრებილნი, ხალხისთვის საჭირბოროტო საკითხებზე უნდა ვმსჯელობდეთ, ამის ნაცვლად "გავალ- შემოვალ, გავალ- შემოვალ". ღმერთმა ხელი მოუმართოთ, რადიატორზე ჯაჭვით მიბმული ხომ არ არიან?! ვისაც წასვლა უნდა წავიდეს, ვისაც დარჩენა უნდა და მუშაობა, დარჩეს და იმუშაოს.

თავდაცვის კოდექსია შემოსული, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი დოკუმენტი რა უნდა იყოს? ამაზე უფრო მნიშვნელოვანია ის ბოიკოტობანა?! ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი და ვეტერანთა კოდექსი, რომლის ინიციატორიც მეც ვართ, ვეტერანთა კოდექსი სჭირდება ქვეყანას, არის სხვა საკითხებიც, სახალხო დამცველი გვყავს ასარჩევი, 12 რეკომენდაციაზეა დამოკიდებული ევროკავშირის ნაწილი ვიქნებით თუ არა და ბოიკოტობანა აზიანებს ყველაფერს", - განაცხადა ელისაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება