პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 21 მაისს, თელავის რაიონის სოფელ აკურაში, ბრალდებულს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა ორ მეზობელთან. აღნიშნულის შემდეგ იგი დაზარალებულების სახლში მივიდა და სანადირო თოფიდან ორივეს ესროლა. მიღებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა მოხერხდა.

„ბრალდებულმა სროლის შედეგად, ასევე საფრთხე შეუქმნა შემთხვევის ადგილზე მყოფი ორი პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა. თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა