გიორგი მუმლაძე - ყველა დეპუტატი, რომელიც გულწრფელად არის დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის გადარჩენით და მისი თავისუფლებით, ბრძოლის წინა ხაზზე უნდა იყოს - მათი სტატუსი არაფერს უნდა განსაზღვრავდეს

ყველა ის დეპუტატი, რომელიც გულწრფელად არის დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის გადარჩენით და მისი თავისუფლებით, უნდა იყოს ბრძოლის წინა ხაზზე. მათი სტატუსი არაფერს უნდა განსაზღვრავდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი მუმლაძემ ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მუმლაძე აღნიშნავს, დეპუტატების გადასაწყვეტია დატოვებენ თუ არა მანდატებს, თუმცა მათ „ქუჩის ბრძოლებში“ ელოდება.

"ზოგადად, პარლამენტში თავიდანვე შესვლა არასწორი იყო, მიტომ რომ ეს იყო გაყალბებული. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას - ჩემი პოზიცია ასეთია, რომ ყველა ის დეპუტატი, რომელიც გულწრფელად არის დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის გადარჩენით და მისი თავისუფლებით, უნდა იყოს ბრძოლის წინა ხაზზე. მათი სტატუსი არაფერს უნდა განსაზღვრავდეს. ნებისმიერი ტიპის აქტივობაში პარლამენტის წევრები წინა ხაზზე უნდა იყვნენ”,- განაცხადა მუმლაძემ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას - როგორც მუმლაძე აცხადებს, დღევანდელი კონსულტაციების მიზანია, რომ მომავალი დღეები აქტიური და ორიენტირებული იყოს იმაზე, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნას.

„ეს პროცესი, რაც გუშინდელი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო, რა თქმა უნდა, გრძელვადიანი იქნება და არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს მოლოდინი, რომ სწრაფად დასრულდება. ეს ბრძოლა არ მოიცავს მხოლოდ ცალსახად, ერთი ტიპის აქტივობას. სხვადასხვა ტიპის აქტივობა იქნება. მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის ყველა მისი ერთგული თანამებრძოლი მზად არის, რომ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთოს, ამიტომ ამ კონსულტაციების საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ დღევანდელი დღე და სხვა დღეები იყოს აქტიური და ორიენტირებული იმაზე, რომ მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნას „რუსულ ოცნებას“, - განაცხადა მუმლაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა