უკრაინის რადამ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად ვასილ მალიუკი დანიშნა

უკრაინის უმაღლესმა რადამ უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ვასილ მალიუკი დანიშნა, რომელიც მანამდე ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვასილ მალიუკის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნას მხარი 324-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კენჭისყრის პროცესს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრო.

შეგახსენებთ, 2022 წლის 17 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა მაშინდელი გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ივან ბაკანოვი თანამდებობებიდან გაათავისუფლა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება