მაკა ბოჭორიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა რესურსი მიმართულია, რომ ქვეყანა, რომელიც რუსული ოკუპაციის პირობებში ცდილობს განვითარდეს, შეაფერხონ და უკან დაწიონ

„ნაციონალური მოძრაობა“ უარს აცხადებს საპარლამენტო მუშაობაზე. ასეთია ე.წ. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის პასუხი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე. დღესავით ნათელია, რომ ამ ძალას არც ქვეყანა აინტერესებს არც მისი ევროკავშირში გაწევრიანება, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია არეულობა, ქაოსი და საქართველოს დისკრედიტაცია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.

„მათი ყველა რესურსი მიმართულია, რომ ქვეყანა რომელიც რუსული ოკუპაციის პირობებში ცდილობს წავიდეს წინ, განვითარდეს, შეაფერხონ და უკან დაწიონ“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ყველა ის ქმედება განწირულია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებს.

„სიმართლე არის ყველაზე ძლიერი იარაღი, რაც ვინმეს ოდესმე მოუგონია, რომელიც ადრე თუ გვიან თავის გზას აუცილებლად პოულობს. სიმართლე არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყოს, რომ ქვეყნის სტრატეგიული მიზანი, მისი ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლებელი გახადოს. მიუხედავად ასეთი დესტრუქციული წინააღმდეგობებისა შინ და გარეთ, რომ საქართველოს ღირსეულია ადგილი ეკავოს თანამედროვე დემოკრატიულ სამყაროში და იდგეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გვერდით, გახდეს ეკონომიკურად ძლიერი და ეს საქართველოს ყველა მოქალაქემ იგრძნოს. სიმართლე არის ის, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იმ ადამიანსაც კი, რომელმაც საკუთარი ნებით თქვა საკუთარ სამშობლოზე უარი, სიცოცხლე შეუნარჩუნოს. სიმართლე არსად დაიკარგება და შევძლებთ იმ მიზნის მიღწევას, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს და რაც მას სურს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა