რელიგიის სააგენტომ ბათუმში საქველმოქმედო აქცია გამართა. რელიგიის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს საჩუქრად 300 ეგზემპლარი ახალი აღთქმა და ფსალმუნები გადასცეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ბათუმის N3 პენიტენციურ დაწესებულებაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს აჭარის რეგიონული წარმომადგენელი, აბესალომ ასლანიძე და ბათუმის წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესიის მსახურები - გენადი მალაყმაძე, ილია ცინცაძე, გიორგი გერსამია და ზურაბ ლაზიშვილი იმყოფებოდნენ. მათ პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს საჩუქრად 300 ეგზემპლარი ახალი აღთქმა და ფსალმუნები გადასცეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.