ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა, როგორც მისთვის და მისი ოჯახისთვის, ასევე საქართველოს ევროპული მომავლისთვის.
„მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით გათავისუფლება საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა - მისთვის, მისი ოჯახისთვის და საქართველოს ევროპული მომავლისთვის“, - წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე მისი ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.