მიხეილ დაუშვილი - მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ ჩვენ მიერ ინიცირებულ რეზოლუციას, რომელიც რუსეთიდან უკონტროლო მიგრაციის შეზღუდვას ეხება

უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი პირდაპირ ემუქრება ჩვენს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და თავიანთი განცხადებებითა და მოქმედებებით ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანა ვერ დაუახლოვდეს დასავლეთს, ვერ გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატო-ში, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პარტიამ „საქართველოსთვის“ დააინიცირა რეზოლუცია, რომელიც რუსეთიდან უკონტროლო მიგრაციის შეზღუდვას ეხება და ითვალისწინებს ერთწლიანი უვიზო რეჟიმის გაუქმებას და 180 დღიან პერიოდში, მაქსიმუმ 30 დღეზე ჩამოსვლას.

„ჩვენ დავაინიცირეთ რეზოლუცია, რომელიც ეხება უკონტროლო მიგრაციის შეზღუდვას და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას. მოგიწოდებთ ყველას, მხარი დაგვიჭირეთ ამ რეზოლუციაში, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დღეს საქართველოს ჰქონდეს ძალიან მკაფიო გზავნილი - რა დამოკიდებულება აქვს რუსეთის ფედერაციასთან და იმ აგრესიასთან მიმართებით, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. ჩვენი ცალსახა პოზიციაა ერთწლიანი უვიზო რეჟიმი ჩამოვიდეს მაქსიმუმ 30 დღეზე 180 დღიან პერიოდში. ანუ ეს მოცემულობა უნდა გადავიყვანოთ ტურისტულ რეჟიმზე. ჩვენ ტურისტების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, რადგან ეს ქართულ ეკონომიკას ეხმარება, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ უსაფრთხოების რისკები იმდენად მაღლა არის აწეული, რომ არ შეიძლება ერთწლიანი აბსოლუტურად უკონტროლო მიგრაცია იყოს დაშვებული ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა