ნინო წილოსანი - ევროკომისიის ანგარიშში არსებული შენიშვნები აღმოფხვრილია და ჩვენ ამ კუთხითაც ერთ-ერთი მოწინავე ვიქნებით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე იმ აქტივობებზე გაამახვილა ყურადღება, რასაც კომიტეტი ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული შეფასების ანგარიშიდან გამომდინარე მიმდინარე სესიის პერიოდში განახორციელებს.

როგორც წილოსანმა აღნიშნა, ფერმერული მეურნეობების შესახებ კანონმდებლობა და კოოპერატივების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები

„ეს არის რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა, უპირველეს ყოვლისა ფერმერული მეურნეობების შესახებ კანონმდებლობა, რომელიც ამ რეკომენდაციების შედეგად გამოვლენილ ჩავარდნებს აღმოფხვრის, ასევე კოოპერატივების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ანგარიშშივე ძალიან პოზიტიურად არის ნაჩვენები და რაც მთავარია, ჩვენს მიერ ორი თემატური მოკვლევის ფარგლებში გამოვლენილი ის გარკვეული ხარვეზები და რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენ გავეცით სამინისტროს მიმართ. კერძოდ, სამინისტრომ აუცილებლად უნდა განახორციელოს და ერთობლივად უნდა შევაფასოთ მიღებული კანონმდებლობის აღსრულებაში მოყვანისთვის საჭირო ფინანსური რესურსები 2023-2029 წლებში ეტაპობრივად გაწერილი ბიუჯეტში. ჩვენ ყველა ვხვდებით, რომ კოლოსალურ ციფრებთან არის დაკავშირებული, მაგრამ თავისთავად მოლოდინი გვაქვს ევროკავშირის ფონდებიდან და, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად საბიუჯეტო ხარჯების დახმარებით უნდა განხორციელდეს აღნიშნული რეფორმები“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის თავად ადამიანური რესურსების მომზადება.

„ყველა კარგად ვხვდებით რამდენად ძნელია სოფლის მეურნეობის დარგში პროფესიონალების პოვნა და ჩვენ ამავე დროს ერთ-ერთი თემატური მოკვლევის ფარგლებში ვიკვლევთ დეფიციტური პროფესიების მიმართულებით თუ რა კეთდება როგორც უმაღლესი სასწავლებლების, ასევე ზოგადად სამინისტროს კონკრეტული აქტივობების კუთხით. ყოველივე ამის შედეგად ის შენიშვნები, რაც ანგარიშში არსებობს, ნამდვილად იქნება აღმოფხვრილი და ჩვენ ამ კუთხითაც ერთ-ერთი მოწინავე ვიქნებით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, - აღნიშნა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა