მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მან სამედიცინო დახმარება საზღვარგარეთ უნდა გაეწიოს, - ამის შესახებ ბუნდესტაგის დეპუტატი, თომას ჰაკერი „ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, პოლიტიკური პოლარიზაციის დონის შემცირება შეამცირებს სივრცეს დეზინფორმაციისა და შეთქმულებისთვის.
შეგახსენებთ, გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე მისი ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.