არჩილ თალაკვაძე - რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მოგებად თვლიან, როცა ქვეყანაში დესტაბილიზაციის შესაძლებლობაა

ეკონომიკური კვლევაში, რომელიც ეკონომიკის სფეროს ექსპერტებმა უნივერსიტეტიდან გამოაქვეყნეს, ნათქვამია, რომ საქართველოს იმ სანქციებზე (რომლის ნაწილით საქართველო არის ევროკავშირთან და დასავლეთთან ერთად) დამატებით რომ შემოეღო ორმხრივი სანქციები რუსეთის ფედერაციასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები და პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს ექნებოდა, საშუალოდ, 10%-იანი ეკონომიკური შემცირება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია მოუწოდებდა ხელისუფლებას, რომ ასეთი ორმხრივი სანქციები დაეწესებინა.

„ამას თუ დავუმატებთ ეკონომიკურ ზრდას, რაც საქართველოს ჰქონდა, გამოდის, რომ საქართველოს დღეს ექნებოდა ეკონომიკის 21%-იანი დანაკარგი. 21%-იანი დანაკარგი არათუ საქართველოსთვის, არამედ ნებისმიერი ქვეყნისთვისაა ძალიან სერიოზული დანაკარგი და ეს პირდაპირ შექმნიდა დესტაბილიზაციის საფრთხეს და ზუსტად ეს არის ამ რადიკალური ოპოზიციის სასურველი მოგება. ანუ ისინი მოგებად თვლიან, როცა ქვეყანაში არის დესტაბილიზაციის შესაძლებლობა. დანარჩენი ყველაფერი, რაც ხდება და რასაც ახლა ამბობენ, რომ თითქოს ტოვებენ პარლამენტს და თან ვერ ტოვებენ, არის ამ დიდი სურათის ნაწილი და ამისთვის სჭირდებოდათ ეკონომიკური და სოციალური დესტაბილიზაციაც“,- განმარტა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, საქართველო არის ძირითადი სანქციების ნაწილი, რაც ევროპამ და დასავლეთმა დააწესა, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია ითხოვდა დამატებით ორმხრივ სანქციებს, რომელიც საქართველოს რაიმეთი დახმარების საშუალებასაც მოუსპობდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა