გურამ გურამიშვილი - ინტერნეტის ღიაობისა და ინტერნეტ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის პარალელურად, აუცილებელია უსაფრთხო ინტერნეტ გარემოს ფორმირების ხელშეწყობა

ჩვენი სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ინტერნეტის ღიაობა და ინტერნეტ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობა, ხოლო მეორე მხრივ, უსაფრთხო ინტერნეტ გარემოს ფორმირების ხელშეწყობა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა ონლაინ კონფერენციაზე „უსაფრთხო ინტერნეტის დღე - 2023“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ინტერნეტ-საზოგადოებისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზებით გაიმართა.

„გლობალურმა პანდემიამ გამოიწვია მოზარდების დიდი ტალღის ონლაინ სამყაროში პირველად ჩართვა იმაზე ადრე, ვიდრე მშობლები გეგმავდნენ, მათი სწავლის და სოციალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, რითიც პოტენციურად შესაძლოა მოექცნენ ინტერნეტის სხვადასხვა მავნე ზეგავლენის ზემოქმედების ზემოაღნიშნული რისკების ქვეშ, მათი ციფრული უნარების ნაკლებობიდან გამომდინარე. ამის დასაძლევად, მნიშვნელოვანია ძალისხმევა, რათა ეფექტურად უზრუნველვყოთ ახალგაზრდა თაობის ონლაინ სამყაროსთან უსაფრთხო კავშირი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გურამ გურამიშვილის თქმით, ინტერნეტის განვითარებით და ხელმისაწვდომობის ზრდით, ბავშვებისთვის ინტერნეტი და ციფრული მოწყობილობები ცხოვრების ბუნებრივი და განუყოფელი ნაწილი გახდა, რომელიც მათ სთავაზობს საგანმანათლებო თამაშებს, გასართობ აქტივობებს და ბევრ ინოვაციურ გზას რათა გაიზიარონ, ისწავლონ, დაუკავშირდნენ მეგობრებს, ოჯახსა და გარე სამყაროს.

„ამის მიუხედავად, ის ბავშვებისთვის საფრთხეების შემცველ ადგილად იქცა, რადგან ონლაინ სამყაროში არსებობს კიბერბულინგის, კონფიდენციალურობის, ყალბი ინფორმაციაზე, ძალადობრივ და შეუსაბამო შინაარსის მქონე ინფორმაციაზე წვდომის, ინტერნეტ თაღლითობისა თუ სხვა მიმართულებებით საფრთხეები, რომლებმაც მშობლები და მასწავლებლები გამოწვევების წინაშე დააყენა“, - განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირთან თანამშრომლობით, მომზადდა „ბავშვთა ონლაინ დაცვის სახელმძღვანელო მშობლებისა და აღმზრდელებისთვის“.

„მისი მიზანია მშობლების და აღმზრდელების ცნობიერების ამაღლების უზრუნველყოფა ახალგაზრდა თაობის ონლაინ სამყაროსთან უსაფრთხო კავშირისთვის. სახელმძღვანელო დაეხმარება მათ შესაბამისი რეკომენდაციებით, რათა ახალგაზრდა თაობის მიერ დაძლეულ იქნას ციფრული სამყაროს პოტენციური რისკები და საფრთხეები.

საქართველო ყოველი წლის თებერვალში უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. წელს ჩვენი ქვეყანა მეხუთედ შეუერთდა მსოფლიო ინიციატივას, რომლის მიზანია მხარი დაუჭიროს ინტერნეტის და ციფრული ტექნოლოგიის პოზიტიურ და უსაფრთხო გამოყენებას ბავშვებისა და მოზარდების, ახალგაზრდებისა და მშობლების მიერ ინფორმირებულობის დონის ამაღლების გზით. ღონისძიება 2005 წლიდან ყოველ თებერვალს აღინიშნება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა