სულ უფრო მეტად მაშფოთებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, - ამის შესახებ ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი „ტვიტერზე“ წერს.
“მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაუწიოს მას სათანადო სამედიცინო დახმარება და თავიდან აიცილოს მისი მდგომარეობის გაუარესება”, - აცხადებს ლატვიელი დიპლომატი.