„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერები ბრიუსელში ნატო-ს გენერალური მდივნის პოლიტიკურ მრჩეველს შეხვდნენ

7 თებერვალს „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერების, პარტიის თავმჯდომარის პაატა დავითაიას, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკოლოზ ვაშაკიძის და გენერალური მდივნის მამუკა გამყრელიძის ნატო-ს გენერალური მდივნის პოლიტიკურ მრჩეველთან დომინიკ იანკოვსკისთან შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას „ევროპელი დემოკრატების“ პრეს სამსახური ავრცელებს.

როგორც პარტიის თავმჯდომარე პაატა დავითაია აღნიშნავს, შეხვედრაზე საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ნატო-ს გენერალური მდივნის პოლიტიკურ მრჩეველთან დომინიკ იანკოვსკისთან. შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რაც აფერხებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს დაახლოების პროცესს. ასევე დეტალურად განვიხილეთ ის ვითარება, რაც არის შექმნილი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“, - აღნიშნა პაატა დავითაიამ.

როგორც დავითაიამ განაცხადა, შეხვედრაზე მათი მხრიდან მოხდა ხაზგასმა იმ მხარდაჭერასა და პროგრამებზე, რაც აუცილებელია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის.

„ჩვენი გზავნილი არის მკაფიო - ჩვენ, ოპოზიციაში მყოფი პარტია, არ ვყოფთ ხელისუფლების და პოლიტიკური სპექტრის პასუხისმგებლობებს, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, პირიქით, მოვუწოდეთ ჩვენს პარტნიორებს ნატოში, რაც შეიძლება მეტი დახმარება გაეწიოს საქართველოს, ეს ეხება როგორც სამხედრო დახმარებას, ასევე სხვადასხვა პროგრამებს, რაც ხელს შეუწყობს ამ პროცესს. ნატო-ს წარმომადგენლებთან შეხვედრებზეც კი განხილული იყო ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციები. ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ბლოკი, ეს არის ღირებულებათა ბლოკი, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიულ რეფორმებზე და ადამიანის უფლებებზე.

ღრმად ვარ დარწმუნებული, ასეთი შეხვედრები მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საქართველოს დაახლოებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. ნატოს წარმომადგენლებისთვის მკაფიო უნდა იყოს საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების განწყობები - „ევროპელი დემოკრატები“ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც ღიად დეკლარირებს ქართული სახელმწიფოს ევროპულ ღირებულებებს და ჩრდილოატლანტიკურ მისწრაფებებს, რაც ქვეყნის კონსტიტუციით არის განსაზღვრული“, - განაცხადა დავითაიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა