თბილისის მერი თურქეთის საელჩოს ესტუმრა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

თბილისის მერი კახა კალაძე თურქეთის საელჩოში იმყოფებოდა, სადაც საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალი ქაან ორბაის შეხვდა და თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერმა ღრმა მწუხარება გამოთქვა თურქეთში, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულების გამო და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

„ძნელია, სიტყვებით გადმოსცე ის დიდი ტრაგედია, რაც სტიქიის ზონაში და მთელ თურქეთში ტრიალებს. ჩემო თურქო მეგობრებო, მთელი გულით გისამძიმრებთ! გისურვებთ გამძლეობას! საქართველო თქვენ გვერდითაა!“, - ჩაწერა მერმა საქართველოში თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა